ევროპაში მასწავლებლის წლიური ხელფასი 25 055 ევროა – რატომ ვირჩევთ დასავლეთს?

Share post:

ავტორი: გიორგი ცერაძე

საქართველოში მასწავლებლების ხელფასი, ქვეყნის საშუალო ხელფასს 40%-ით ჩამოუვარდება.

 მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია, დაბალი ხელფასის შედეგად მასწავლებლების რაოდენობა მცირდება და საშუალო ასაკი იზრდება.

PISA-ს ქულების გათვალისწინებით საქართველოს განათლების სექტორის შედეგები საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია. სექტორის ზოგადი გამოწვევები მოიცავს: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდას და დაბალ ხელფასებს, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. 

საქართველოში მასწავლებლების კორპუსი 2022-2023 წლებში ასაკობრივად შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

გრაფიკი 1:მასწავლებლების ასაკობრივი სტრუქტურა 2022-2023 სასწავლო წელს 

ევროპის ქვეყნებში მასწავლებლების ხელფასები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

ევროკავშირის განათლების საინფორმაციო ქსელის (Eurydice) თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებში მასწავლებლის წლიური საშუალო ანაზღაურება 25 055 ევროა.  საქართველოში – საშუალო ხელფასი 7 056 ევრო. რუსეთში – 12 768 ევრო.

2020 წელს ევროკავშირში განათლებაზე დახარჯულმა თანხამ 671 მილიარდი ევრო ანუ მშპ-ს 5 პროცენტი შეადგინა. 2022 წელს საქართველოში განათლებაზე 2.6 მილიარდი ლარი ანუ მშპ-ს 3,7 პროცენტი შეადგინა.

გრაფიკი 3: განათლებაზე დახარჯული თანხები.

ეს მაჩვენებელი კვლავ დაბალია ევროკავშირთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნაკლებად  წახალისებულია მამაკაცი მასწავლებლების პროფესია.

ამაზე მეტყველებს, სტატისტიკური მონაცემები და ასევე დღევანდელი მდგომარეობით მასწავლებლების საშუალო ასაკი – 49 წელი.

დღევანდელი მდგომარეობით, მასწავლებლების რაოდენობა საქართველოს სკოლებში 56 116-ია, ქალი მასწავლებლების წილი 88%-ზე მეტია.

გრაფიკი 4: მასწავლებლების რაოდენობა 2022-2023 სასწავლო წელს.

ყველაზე მაღალი ასაკით ხასიათდება რუსულენოვანი სკოლები, მაღალია ასაკი ქართულენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებშიც. შედარებით დაბალია მასწავლებელთა საშუალო ასაკი სომხურენოვან, უკრაინულენოვან და სხვა უცხოენოვან სკოლებში.

გრაფიკი 5: მასწავლებლების საშუალო ასაკობრივი მაჩვენებელი სკოლის სწავლების ენის მიხედვით 2022-2023 სასკოლო წელს.

ბოლო წლებში მასწავლებელთა რაოდენობა უფრო მეტად შემცირდა რუსულენოვან (20.7%-ით), აზერბაიჯანულენოვან (16.9%-ით) და სომხურენოვან სკოლებში (14.2%-ით, ვიდრე ქართულენოვან (11.2%) სკოლებში.

წყარო: askgov.ge საქსტატი,factcheck.ge.

დაკავშირებული სტატიები

რატომ იწვევს Weibo-ს პატარა VibeThinker-3B-ი კამათს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში

Sina Weibo-ს გუნდმა წარადგინა VibeThinker-3B მოდელი, რომელიც 3 მილიარდი პარამეტრით AIME 2026-ზე 94.3 ქულას აღწევს. ეს სიახლე ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ბენჩმარქების სანდოობაზე ახალ კამათს იწვევს.

Uber-ი 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისს გაუშვებს

Uber აპირებს 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისის გაშვებას Lucid-ის ელექტრომობილებითა და Nuro-ს თვითმართვადი სისტემით. ეს იქნება კომპანიის მეორე ბაზარი, სადაც ასეთი სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.

1 ივნისიდან გორში ახალშობილთა სერვისების კაბინეტი “ფლამინგო” იხსნება

ბავშვის დაბადება ყოველი მშობლის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე მშფოთვარე პერიოდია. უძილო ღამეები, უამრავი კითხვა პატარას მოვლაზე,...

AI ჯანდაცვაში – სამედიცინო სფეროს ლიდერები ინოვაციურ ასოციაციაში ერთიანდებიან

მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის პარალელკლურად, საქართველოში AI ჯანდაცვის მომავალი უკვე იწერება. "ხელოვნური ინტელექტის მედიცინის ასოციაციამ", კლინიკა "ნოვაციოსთან" პარტნიორობით,...