ევროკავშირის დაფინანსებით, „ქალთა ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის სოფლებში კვლევა დაასრულა. მონიტორინგი სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებების გამოვლენას და შესაბამისი სამსახურების დაინტერესებას ითვალისწინებდა. კვლევას ირინა პეტროვა უძღვებოდა და ის მოიცავდა რეგიონის 10 სოფელს მოიცავდა:
ნიქოზი, აძვი, დირბი, მოხისი,კნოლევი, ხვითი, ფერმა, ოთარშენი, ჩორჩანა, ცხრამუხა.
კვლევის შედეგებიდან ირკვევა რომ რეგიონში, ქალებს ძირითადდ სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. პრობლემაა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობაც, ადგილობრივებს ტრანსპორტირების პრობლემა აწუხებთ და არ აქვთ ინფორმცია რეპროდუქცულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ჯამში 150 ქალი გამოკითხა და მათ საცხოვრებელ პირობებს პროექტის გუნდი ადგილზე გაეცნო. მონიტორინგი 2023 წლის ნოემბრიდან – 2024 წლის ივნისის პერიოდს მოიცავდა, რა დროსაც ადგილზე შესაბამისი ექსპერტების ვიზიტებით მათთვის კონკრეტული რეკომენდაციების გაზიარება ხდებოდა.
გამოვლენილი საჭიროებები:
ოთარშენი/თედოწმინდა და ფერმა
პროექტის ფარგლებში შეხვედრა მოეწყო ეთნიკურად დასახლებული ორი სოფლის მოსახლეობასთან, კონკრეტულად კი სოფლებში – ოთარშენი/თედოწმინდა (გორი) და ფერმა(კასპი). ქალებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი:
1. აქვთ ენის ბარიერი. ვერ საუბრობენ ქართულად, რაც სხვადასხვა სერვისებისადმი ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომას აფერხებს, ასევე ენის ბარიერი ხელს უშლის პროფესიული განათლების მიღებასა და დასაქმებაში;
2. სოფელში არ არის ტრანსპორტი (ფერმა) ეს კი ხელს უშლის დასაქმების, სამედიცინო მომსახურების, სხვადასხვა სოციალური ბენეფიტების მიღებაში; ადგილობრივების თქმით, აღნიშნული პრობლემა 10-15 წელია გრძელდება;
3. სოფელში სასმელი წყლის პრობლემაა: წყალი გრაფიკით მოდის, დაბინძურებულია, იყენებენ არხის წყალს სადილის მოსამზადებლად ან საოჯახო საქმიანობისათვის, რაც ზრდის სხვადასხვა დაავადების რისკს ბავშვებსა და ქალებში; წყალს ყიდულობენ, რომელიც დაახლოებით 200 ლარი ღირს (100 სათლი);
4. არ არის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები. ამ მიზნით უწევთ კასპში და თბილისში სიარული. ამ მდგომარეობას ართულებს უტრანსპორტობა, რაც განსაკუთრებით ფეხმძიმე ქალებს აწუხებთ.
5. განათლების უგულებელყოფაც ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ მათ უწევთ მეზობელი სოფლი სკოლაში სიარული, რასაც უმრავლესობა ვერ ახერხებს; პრობლემას წარმოადგენს სკოლამდელი დაწესებულება-გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო;
6. მოსახლეობას არ აქვს კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამისად არ გააჩნიათ ინფორმაცია სხვადასხვა პროგრამის შესახებ. ქალები ნაკლებად არიან ჩართულნი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
7. სოფელში დასაქმების პრობლემაა. ძირითადად სოფლის მეურნეობას მიყვებიან დაბაღებში მუშაობენ კერძო ფერმერებთან.
8. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ხშირია ადრეული ქორწინების შემთხვევები;
9. არ არის აფთიაქი და ამბულატორია, სილამაზის სალონი და მაღაზია;
10. იკვეთება საჭიროება ქალთა გაძლიერების, ოჯახში ძალადობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების კუთხით;
ცხრამუხა
1. სოფელში წყლის და გზის პრობლემაა, რომელიც პირდაპირ ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ვერ მოჰყავთ მოსავალი, იძულებულები არიან გამოიყენონ დაბინძურებული წყალი, რაც სხცადასხვა დაავადების რისკს ზრდის.
2. ქალები ნაკლებადდ არიან ჩართულნი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, ინფორმირებულობის დაბალი დონე იკვეთება. მაგ: ბიუჯეტის დაგეგმვასა და სხვადასხვა პროგრამების შესახებ;
3. არ არის აფთიაქი;
4. არ არის სილამაზის სალონი. საჭიროა მცირე ბიზნესისის ხელშეწყობა და წახალისება;
5. პრობელმაა საკანალიზაციო სისტემაც. სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის მილების არასათანადო მდგომარეობა;
6. ქალები ითხოვენ გარე განათების მოწყობას;
7. გაეწიათ კონსულტაციები და მიეწოდათ რეკომენდაციები პეტიციის შედგენის და მიმართვის მექნიზმების შესახებ.
ჩორჩანა
1. ინტერნეტის პრობლემა, რაც ახალი ინფორმაციის მოძიების კუთხით ახალგზარდებისთვის მნიშვნელოვანია;
2. პირველადი ჯანდაცვის ინფრასრუქტურის არარსებობა – ამბულატორია კვირაში ერთხელ მუშაობს;
3. მოსახლეობის გადინება;
4. ტრანსპორტის პრობლემები; კვირაში სამჯერ დადის მოძრაობს ტრანსპორტი, რაც ხელს უშლის სერვისებით ჯერ ინფორმირებულობას დ შემდეგ მათ გამოყენებას.
5. სარწყავი წყლის პრობლემების გამო ვერ მოჰავთ მოსავალი;
6. სასმელი წყლის პრობლემები;
7. არ არის აფთიაქი. ქალებს ხაშურში უწევთ ჩასვლა და მედიკამენტების შეძენა;
8. არ არის მაღაზია (სურსათისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნების);
ხვითი
1. დასაქმება;
2. სოფლის ინფასტრუქრურა მოუწყობელია. სოფელში ბევრია ხანდაზმული ადამიანი და არ არის ამბულატორია, რის გამოც უწევთ სხვა სოფლებში სიარული.
3. მოუწყობელი გზები;
4. ტრანსპორტის პრობლემა;
5. ადგილობრივი მაღაზია;
6. სკოლა და საბავშვო ბაღი ლამისყანაშია. მეზობელ სოფელში უწევთ ბავშვებს სიარული.
7. ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებადაა ჩართული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, დაბალი მოტივაცია, ინფორმირებულობა და სხვადასხვა სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა;
აძვი
1. ოჯახის ექიმის კონსულტაცია ფასიანია (მომსახურებისათვის თანხას ითხოვს! ფორმა N100- 20 ლარი ღირს). თანხას ხელზე უხდიან. ადგილობრივი ექიმი კვირაში ორჯერ უნდა მიდიოდეს, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, ეს ასე არ ხდება.
2. მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს უფასო პროგრამების, სერვისების შესახებ;
3. არ არის აფთიაქი. რისთვისაც მოსახლეობას მეზობელ სოფელში უწევს სიარული;
4. ტრანსპორტის პოპრობლემა შემაფერხებელი ფაქტორია დასაქმებისა და სამედიცინო მომსახურების მისაღებად.
5. სასმელი წყლის პრობლემა ქალებს ზაფხულში განსაკუთრებით აწუხებთ. წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და უწევთ წყლის ყიდვა, რაც ადგილობრივების ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება. წყალი დღეგამოშვებით მოდის, ისიც დაბინძურებულია, მოსახლეობის ინფორმაციით წყალზე მომატებულ მარილიანობას ამჩნევენ, მათი აზრით, მომატებული კუჭ-ნაწლავის დაავადებები სწორედ ამ პრობლემითაა გამოწვეული.
6. ქალები ასევე საუბრობენ სკოლაში კვების ობიექტის საჭიროებაზე;
7. ქალებს არ აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე.
8. მათი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება, არც სოციალური ქსელით ხდება.
9. იკვეთება საჭიროება ქალთა გაძლიერება ოჯახში ძალადობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების კუთხით;
დირბი და ნიქოზი
ადგილობრივი ქალების მხრიდან პრობლემად სოფელში დასაქმების, ამბულატორიის და ინფრასტრიტურის გაუმართაობა დასახელდა.
ახალგაზრდებში საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმმისაწვდომობის პრობლემა, საუბრიდან იკვეთებოდა, რომ ახალგაზრდა გოგონებში სექსუალური შევიწროების ფაქტები გამოიკვეთა. საჭიროა ქალთა გაძლიერება, ოჯახში ძალადობის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლების კუთხით;
კნოლევი
1. ცნობიერების დაბალი დონე ქალთა უფლებებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ
2. დასაქმება;
3. ტრანსპორტი;
4. მოუწესრიგებელი ადგილობრივი ინფრასტრუქტურა. არ არსებობს აფთიაქი, მაღაზია, სილამაზის სალონი;
5. ქალების ნაკლები ჩართულობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში;
მოხისის დევნილთა დასახლება
დევნილი ქალებისთვის აქტუალურია უმუშევრობის საკითხი. მათი თქმით, ადგილზე არ არის საკმარისი დაწესებულება-ორგანიზაციები, სადაც გარკვეულ მიმართულებებს დაეუფლებიან და შედეგად, საკუთარი შემოსავლის წყარო ექნებათ. უწევთ მძიმე და აუტანელი სამუშაო პირობების გაძლება (კერძოდ მუშაობა ადგილობრივ ფერმერებთან) მიზერულ თანხად. ნაწილი იძულებულია თბილისში, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს დათანხმდეს და შემოსავალი ამ სახით ჰქონდეს. სურთ რომ ადგილზე არსებობდეს გადამზადების შესაძლებლობები სხვადასხვა დარგში, იმისთვის, რომ ადგილზე დაკავდნენ ხელსაქმით ან რაიმე ბიზნესის წარმოებით.
აქვთ დაინტერესება ისწავლონ პროექტების წერა, მიიღონ მონაწილეობა საგრანტო პროექტებში, გამოიყენონ სათემო ცენტრში უფუნქციოდ არსებული კომპიუტერები და მიღებული უნარები, თუ გამოცდილება სხვა ქალებსაც გაუზიარონ.
ადგილობრივი ქალები სათემო ცენტრში არსებულ სხვა ინვენტარის/ტექნიკის სასარგებლოდ გამოყენების მომხრეცაა, თუმცა მათი იდეებით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.
პროექტის გუნდმა გამოკვეთილი საჭიროებები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ადვოკატირების მიზნით მას ფართო აუდიტორიაში გაავრცლებენ.