“მეცნიერებათა სკოლის” დირექტორმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე ბავშვებთან ერთად იცეკვა

Share post:

გორში დღეს, “მეცნიერებთა სკოლის” აღსაზრდელებისთვის გამოსაშვები ღონისძიება მოეწყო. დირექტორის, ეკატერინე სუხიშვილის განმარტებით, წინა სასკოლო მზაობის 37 ბავშვი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის, ამიტომ მათთან დამშვიდობებას სასწავლო დაწესებულებამ სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნა.

“უკვე მესამე წელია “მეცნიერებათა სკოლა” აღსაზრდელებს უშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე. სკოლაში წასასვლელად ისინი უკვე მზად არიან, რადგან მთელი წლის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვაადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში. ამ ყველაფერში დღეს მათ საბოლოო შტრიხი შეიტანეს და უზომოდ ლამაზი დღე აჩუქეს მშობლებს. იყო ბევრი სიურპრიზი, ფერადი გარემო, მხიარულება, დაჯილდოება, ვარსკვლავის გახსნა და განშორებით გამოწვეული ცრემლები. აქ მხოლოდ სიყვარულია,სიყვარული კი გამარჯვებაა”,-აღნიშნა ეკატერინე სუხიშვილმა.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...