ქარელის მერიისგან, სტუდენტთა ნაწილს, 500 ლარის მიღება შეუძლია

Share post:

ქარელში მცხოვრებ სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიას, თვითმმართველობისგან ყოველწლიურად 500 ლარის მიღება შეუძლია. მუნიციპალური პროგრამის მიზანია: მარჩენალდაკარგული, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის და სოციალურად დაუცველი ოჯახების სტუდენტების ყოველწლიური დახმარება.

” დახმარებას მიიღებენ, ქარელის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარჩენალდაკარგული სტუდენტები, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, პირველი ჯგუფის შშმ პირთა სტუდენტი შვილები, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტი შვილები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში რეგისტრირებული (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 50 000-მდე ქულის ჩათვლით) მოქალაქეთა სტუდენტი შვილები, რომლებიც  სწავლობენ საქართველოში რეგისტრირებულ აკრედიტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში (კოლეჯი, პროფესიული სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელში ბაკალავრიატი, რეზიდენტურა, ან მაგისტრატურა),” – ნათქვამია ქარელის მუნიციპალიტეტის შესაბამის დადგენილებაში.

პროგრამა ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებზე წლიურად სწავლის გადასახადის ერთჯერადად დაფინანსებას, 500 ლარის ოდენობით.

სტუდენტების სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქემ თვითმმართველობაში უნდა წარადგინოს: განცხადება, სწავლის დამადასტურებელი ცნობა აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, განმცხადებლის/სტუდენტის პირადობის მოწმობის ასლ(ებ)ი, სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტები, მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლ(ებ)ი, პირველი ჯგუფის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან საერეიტინგო ქულათა ამონაწერი, საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი დოკუმენტები.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...