ომი გინდათ? – ვინ ცდილობს საქართველოში კონფლიქტებისა და დაძაბულობის კერების შექმნას?

Share post:

ავტორი: შორენა ბიჭიკაშვილი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კრემლის პროპაგანდისტულმა ჯგუფებმა აქტიურად დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს “ომში ჩათრევს ცდილობს”, რეალურად კი ვის ახასიათებს აგრესია და კონფლიქტები, ეს განსაკუთრებით კარგად შიდა ქართლში ახსოვთ. ომი საქართველოში 2008 წელს არ დასრულებულა. დღემდე სისტემატურად ვკარგავთ ჰექტრობით მიწის ფართობებს და საქართველოს მოქალეებს ისევ იტაცებენ ე.წ საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთის ბრალდებით. ევროკავშირი კი ომის დროს განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში გვეხმარება.

 “დასავლეთს ჩვენი ომში ჩათრევა უნდა”,-ამ ფრაზას  საქართველოში ხშირად მოისმენთ, პოლიტიკოსების (და არა მხოლოდ) გარკვეული ნაწილის მხრიდან, როგორც სოცილური ქსელით, ისე მედიასაშულებებით.  ასეთ რიტორიკას ჩვენს გარშემო, პირად საუბრებშიც ვხვდებით.  პროპაგანდაა, ისიც, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარი თქვა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

 15 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. წლებმა კი ცხადყო, რომ ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია. იმ ადგილზე, სადაც 15 წლის წინ რუსული ბომბები ცვიოდა და ნადგურდებოდა ინფრასტუქტურა, სწორედ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დახმარებით არაერთი პროექტი განხორციელდა.

ბოლო წლების სტატისტიკაც საკმარისია, იმისთვის, რომ გავიაზროთ ვინ ცდილობს რეალურად მსოფლიო რუკიდან საქართველოს, როგორ დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაქრობას და ვისი მხარდაჭერით ახერხებს ქვეყანა განვითარებას და დანგრეული/განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, მის მიერ კონტროლირებად არეალში.

სუსის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკანონო ბორდერიზაციის 78 შემთხვევა დაფიქსირდა. 2008 წლიდან თუ დავითვლით, ეს რიცხვი გაცილებით დიდია და მისი სიგრძე 56 კმ-ს აჭარბებს.

რა ხდება ამ ფონზე ომგამოვლილ ქალაქ გორში?

გორში, ქალქის ცენტრში, 2021 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდა  ევროკავშირის მხარდაჭერით, ორი მასშტაბური პროექტი. რეომლის ფარგლებშიც შესძლებელი გახდა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის:

  •  ლომჭაბუკის მონუმენტისა და სკვერის რეაბილიტაცია,
  • ლომჭაბუკის სკვერში არსებული შენობის (საგამოფენო სივრცე) რეაბილიტაცია,
  • ავტო-პარკინგის მოწყობა,
  •  გორისციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობა
  • რუსთაველის მემორიალისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია
  • ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახელოსნოების მოწყობა
  •  სუვენირების სარეალიზაციო სივრცისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა გორისციხის მიმდებარედ
  • „ძირითადი შენობის“ მშენებლობა „ლომჭაბუკის“ სკვერის მიმდებარედ, რომელიც მოიცავს ტურიამის საინფორმაციო ცენტრს, საკონფერენციო/სამუშაო სივრცეს, ბარგის შესანახ საკნებსა და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს, ველო-ბილიკებისა და ველო-პარკინგის მოწყობა.

გორში, 48 თვიანი პროექტის განსახორციელბლად ევროკავშირმა 600,000 ევრო გრანტის სახით გამოყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 695 ათას 997 ევრო იყო,  გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინასება კი მხოლოდ 95 ათას 997 ევროს შეადგენდა.

მეორე პროექტი, რომელიც 2022 წელს ასევე გორში განხორციელდა, მოიცავდა გორის ციხესთან მისასვლელი ძირითადი ბილიკის რეაბილიტაციას, ასევე „ძველი ხიდის“ რეაბილიტაციას.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრსტრუქტურული პროექტია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში  სასმელი სწყლის სისტემის მოწყობა, რომლის მხარდამჭერებიც  იყვნენ იტალის რესპუბლიკა და ეუთო.

ბოლო წლებში გორის მუნიციპალიტეტში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით რვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში დამონტაჟდა მზეზე მომუშავე გათბობის სისტემის მონტაჟი, შეიცვალა საბავშო ბაღებში კარ-ფარჯრები, მოხდა ამბულატორიების რეაბილიტაცია,  სახელოსნოების მოწყობა და ა.შ.

მხოლოდ გორის მაგალითიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, ვინ რას აკეთებს საქართველოსთვის. ის ჯგუფები კი ვინც ავრცელებს ან სჯერა, რომ დასავლეთს და მათ შორის ევროკავშირს  საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურს, მარტივ ლოგიკას უპირისპირდებიან.  ანუ გამოდის, რომ ამდენ თანხებს საქართველოში დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ იმიტომ ხარჯავენ და ფაქტიურად „წყალში გადასაყრელად იმეტებენ“, რომ მათი მხარდაჭერით აღდგენილი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა თუ რეაბილიტირებული და მშენებარე ობიექტები შემდეგ ისევ რუსეთმა დაბომბოს?

ყალბი ამბების გამოვლენა დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში სირთულეს აღარ წარმოადგენს, ამიტომ კრემლის ბოროტი ზრახვების მასშტაბები და გავლენები თანდათან შემცირდება, თუ კი ამ მიმართულებით საზოგადოებაში მედიაწიგნიერება გაიზრდება. სხვა შემთხვევაში მუდმივად მოექცევა საქართველოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი რუსეთის პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომელიც მათში შიშის, დაძაბულობის და გაურკვევლობის დათესვას ცდილობს.

დაკავშირებული სტატიები

“არასდროს დაბრუნდე საბჭოთა კავშირში” – მესიჯი, რომელმაც ელჩების ყურადღება მიიპყრო

გორში, ხელოვნების სახლში გამართულ გამოფენაზე დღეს, სტუმრების ყურადღება სამოქალაქო აქტივისტის, თეონა ფანქველაშვილის მესიჯმა მიიპყრო, რომელიც მაისურზე ჰქონდა გამოსახული.  ღონისძიებას...

“ნეომედი” – თირკმლის მსოფლიო დღე და არსებული გამოწვევები

13 მარტი თირკმლის მსოფლიო დღეა. სწორედ თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან დაკავშირებული თემების განხილვას ეთმობა გადაცემა "ნეომედი" - ეკა სუხიშვილთან...

რა ისტორია აქვს 8 მარტის აღნიშვნას?

8 მარტი მსოფლიოში ქალთა საერთაშორისო დღედ აღინიშნება, მათ შორის საქართველოში, სადაც ეს თარიღი სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული. სხვა ქვეყნებში,...

“გაიღვიძეთ, ქვეყანას ვკარგავთ” – სტუდენტების ხმა”თავისუფალი აუდიტორიიდან”

მარი ვალიშვილი მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე, სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აქტიურად მონაწილეობდნენ დაგეგმილ აქციებში თუ გაფიცვებში. მათ შორის არიან...