ტექნოლოგიური უსაფრთხოების კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო

Share post:

თუ თქვენი შვილი დიდ დროს ატარებს გაჯეტებთან და გსურთ თანამედროვე გამოწვევები სასარგებლო შესაძლებლობად აქციოთ, მაშინ ეს კურსი დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.

8 – დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გორში მასტერკლასები ჩატარდება, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული მოწყობილობებით სასარგებლო პროგრამების დაუფლებას და არსებული რისკების თავიდან არიდებას.

პროგრამა შემდეგ თემებს მოიცავს:

  • პერსონალური მოწყობილობების (სმარტფონები, ტაბლეტები და სხვა) დაცვა
  • მავნე პროგრამების და ონლაინ საფრთხეების ამოცნობა
  • ონლაინ ბულინგის და შესაძლო თაღლითობის თავიდან არიდების შესაძლებლობები
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით საჭირო ინფორმაციის მარტივად მოძიებისა და დამუშავების შესაძლებლობები/სასარგებლო პროგრამები

კურსი 16 მარტიდან დაიწყება და ყოველ შაბათს, 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მასტერკლასებს გამოცდილი სპეციალისტები გაუძღვებიან. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

სრული კურსის (8 შეხვედრა) გავლის შემთხვევაში, წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

კურსის დასრულებისას, მოეწყობა სპეციალური შეხვედრა მშობლებისთვის, რომლებიც იმ პროგრამებს გაეცნობიან, რითიც ონლაინ რეჟიმში მოზარდის უსაფრთხოების გაკონტროლებას შეძლებენ.

დაინტერესების შემთხვევაში, 2024 წლის 10 მარტამდე უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/qGfnhVnSbUV2XASy9

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: https://www.facebook.com/neotv.ge/

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...