რას მივიღებთ ევროკავშირში გაერთიანებით? – მოხისის დევნილთა დასახლებაში დისკუსია მოეწყო

Share post:

მოხისის დევნილთა დასახლებაში, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ დისკუსია გაიმართა, რომელსაც ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილე, ლიკა მზარეულიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას სამაჩაბლოდან დევნილი ქალები ესწრებოდნენ, რომლებმაც მათ გარშემო გავრცელებული ყალბი ამბები დაასახელეს და მის საპირწონედ, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მოისმინეს.

“ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე შეხვედრები შიდა ქართლის 15 სოფელში ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები ნეო ტვ-ს ბაზაზე არსებული “ღია მონაცემების ჰაბის” წევრები არიან. გასულ წელს მათ სპეციალური ტრენინგ-სემინარები გაიარეს და გავრცელებული მითების საპასუხოდ, ანალიტიკური მასალები მოამზადეს. პროექტის მონაწილეები სოკუპაციო ხაზის სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში გამართულ შეხვედრებზე, სწორედ ამ მასალების პრეზენტაციებს აკეთებდნენ.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...