“წაშლილია ზღვარი პოლიციასა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის” – მედიის ადვოკატირების კოალიცია

Share post:

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის, უკანონო და ძალადობრივ დაკავებას და მოითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. კოალიციის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი წარმოადგენს მორიგ დარტყმას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ.

18 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ, თბილისში სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ TV პირველის ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა. ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჯიოშვილი დააკავეს არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომლებმაც მხოლოდ თვითმხილველების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წარმოადგინეს თავი სამართალდამცავებად. დაკავებისას ტელევიზიის ოპერატორი აცხადებდა, რომ დამკავებლები მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა დროულად არ გასცეს ინფორმაცია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმაც. ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა მისი უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე მან არ იცოდა დაკავების მიზეზი. ოპერატორის მისამართით იყო მუქარა. ადვოკატის განცხადებით, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რის გამოც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა. აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მორიგ საშიშ პრეცედენტს პოლიციის მხრიდან ძალადობისა. წაშლილია ზღვარი სამართალდამცავებსა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში აქციების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის ტვ პირველის ჟურნალისტები, არაერთხელ გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტები”-წერია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასზე მეტი თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა თუ უკანონოდ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი “ქართული ოცნების” მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს.

დაკავშირებული სტატიები

გორის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, რა იცვლება ადგილობრივების ცხოვრებაში? (2022-2024 წლების ბიუჯეტის ანალიზი)

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საერთო ასიგნებების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება და შესრულების პროცენტულ მაჩვენებლებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, თუმცა დოკუმენტების...

რა დარღვევები უნდა აღმოეფხვრა გორის თვითმმართველობას 2021-2025 წლებში?

2021-2025 წლების პერიოდი გორის მუნიციპალიტეტისთვის გრძელვადიანი განვითარების, გამჭვირვალე მმართველობისა და ეფექტური რესურსების მართვის ეტაპი უნდა ყოფილიყო, რადგან სახელმწიფო...

გადაცემა “ფაქტი” – ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრა საერთაშორისო გრანტებით

ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრა საქართველოში სწორედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდებოდა. სხვადასხვა მრწამსის, წარმომავლობისა თუ შეხედულების მქონე ადამიანებს შორის თანასწორობასაც...

NEO FEST – 2025 ჯილდო ლიკა თოთლაძეს გადაეცა

NEO FEST-2025 - ს გამარჯვებული ლიკა თოოთლაძე გახდა. მის მიერ მომზადებული ნამუშევრების გარდა, ჯილდო მას ნეო ტვ-სთან აქტიური...