ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის შიდა ქართლის სოფლებში შეხვედრები ტარდება

Share post:

შიდა ქართლის სოფლებში ნეო ტვ-მ შეხვედრები დაიწყო. გორის, ქარელის, ხაშურის და კასპის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან და დევნილთა დასახლებებში აქტივისტთა ჯგუფი მუშაობს, რომლის წარმომადგენლები ადგილობრივებს პირადად ხვდებიან და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში, მოსახლეობის აქტივობის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

პროექტის მონაწილეებმა სპეციალური ტრენინგ-სემინარები გაიარეს, რასაც სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ადგილზე უზიარებენ. გავრცელებული დეზინფორმაციის საპირწონედ, ფაქტებზე დაფუძნებულ საკითხებს აცნობენ და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების აუცილებლობასა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, მოსალოდნელ უპირატესობებს აცნობენ.

პროექტი ხორციელდება ნეო ტვ-ს მიერ, სამართლიან არჩევნებთან პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...