“ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა” – გორელებმა “რუსული კანონი” გააპროტესტეს

Share post:

დედაქალაქში მიმდინარე პროცესების პარალელურად, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოეწყო გორში. “ამ ქალაქს რუსეთი ბომბავდა” , “არა რუსულ კანონს” – ამ სახის ლოზუნგებით გამოსვლას ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. ლომჭაბუკის სკვერში შეკრებილები აღნიშნავდნენ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება ვალდებულია ხალხის ხმა მოისმინოს და მოქალაქეთა სურვილის წინააღმდეგ არ იმოქმედოს. “ხალხის არჩევანი კი არის ევროპული მომავალი და არა – რუსული კანონი” – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...