აძველებს ჰგონიათ, რომ ევროკავშირში შესვლა ოკუპირებული რეგიონებით, შეუძლებელია – შეხვედრა ქალებთან

Share post:

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვში შეხვედრა გაიმარათა, თემაზე “ევროკავშირი და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები”. გამოცდილება თანასოფლელებს, ნეო ტვ-ს პროექტის მონაწილემ, მერი კორინთელმა გაუზიარა. გავრცელებული მითების საპირწონე მასალებზე მერიმ კვალიფიციური ექსპერტებისგან მიღებული ცოდნის საფუძველზე დაამუშავა, რაც სოფლის მოსახლეობას გაუზიარა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

“გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა გაიგეს რომ შესაძლებელია ოკუპირებული ტერიტორიებით ევროკავშირში გაწევრიანება. ამის დასტურად გერმანიის და კვიპროსის მაგალითები დავუსახელე და განვუმარტე, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიებით შეძლეს ევროკავშირში შესვლა. ეს ნ-ინფორმაცია მათ პირველად მოისმინეს, რამაც დიდი აღფთოვანება გამოიწვია და უფრო მეტად მიეცათ იმედი, რომ საქართველოს აქვს შანსი გახდეს წევრი ქვეყანა. კიდევ ერთი მითი, რომელიც სიმართლე ეგონათ იყო ის, რომ თითქოს ევროკავშირის წევრობა ავტომატურად გვავალდებულებს მივიღოთ და დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება. მათ იმდენად მყარად აქვთ გამჯდარი ეს მითები რომ ზოგისთვის დაუჯერებელიც იყო რასაც ვამბობდი. თუმცა კონკრეტული ფაქტების გაცნობის შემდეგ მათ უკვე გაუჩნდათ ეჭვები ამ მითებზე. მითების საპირისპირო მონაცემების გაცნობის შემდეგ, ვისაუბრეთ იმ სიკეთეებზე, რასაც ჩვენი ქვცეყანა იღებს ევროკავშირისგან და იმ შესაძლებლობებზე, რაც ამ გაერთიანის წევრობისასას გვექნება,” – აღნიშნა მერი კორინთელმა.

შეხვედრა “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც შიდა ქართლის 10 სოფელში ნეო ტვ ახორციელებს.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...