გორის მერია საპილოტე სკოლებში ფსიქოლოგების მუშაობას დააფინანსებს

Share post:

პირველი მარტიდან, გორის მუნიციპალიტეტის 10 სკოლაში ფსიქოლოგები იმუშავებენ. იდეის ავტორი ნეო ტვ-ია, რომელიც საწყის ეტაპზე, საპილოტე სკოლებს კონკურსის წესით შეარჩევს. ორ საათიან შეხვედრებზე კვალიფიციური სპეციალისტები ცალ-ცალკე იმუშავებენ მოზარდებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. დაინტერესებული სკოლების წარმომადგენლებმა, 2024 წლის 25 თებერვლამდე უნდა შეავსონ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/JyaiJmZ4Ne94h8HK8

“საზოგადოების ნაწილში, განსაკუთრებით უფროს თაობაში ფსიქოლოგის საჭიროება არასწორადაა აღქმული და ხშირად “ფსიქიატრთანაა” გაიგივებული. მშობლები/მეურვეები ზოგჯერ სპეციალისტის საჭირობაზე საკუთარ თავსაც არ/ვერ უტყდებიან და საკითხისადმი არასწორი დამოკიდებულებით და საკუთარი „უმოქმედობით”, ისედაც არასახარბიელო ვითარებას ხელს გაუაზრებლად უწყობენ. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში დღეს ინფორმაციის მოძიება და საჭირო რეკომენდაციების გაცნობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ წაკითხული და გააზრებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება სწორედ ამ “არაღიარების” მიზეზითაა უგულებელყოფილი. წარმოდგენილი პროექტი სწორედ ამ ვითარების გამოსწორებისკენაა მიმართული”, -აცხადებენ პროექტის ავტორები.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განათლების, კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებშია მხარდაჭერილი.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...