“დევნილი ახალგაზრდები მომავალს ევროკავშირში ხედავენ” – ლიკა მელანაშვილი

Share post:

საქაშეთის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებთან, “ფონდი ტასოს” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის შესახებ ტრენინგი ჩავატარე. ძირითადი აქცენტები გავაკეთეთ შემდეგ თემებზე: “ვინ ცდილობს ქართული კვალის წაშლას და რა პოტენციალი აქვს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის გატანის საკითხში”. 2008 წლის ომის შედეგად დევნილ ხალხს საკუთარ თავზე აქვს განცდილი ომის სიმძიმე და ყველა სირთულე, რაც ამ საკითხს თან ახლავს. მეზობელი, “ერთმორწმუნე” ქვეყნისგან უახლოეს თუ შორეულ წარსულში მიღებული ზიანი კარგად ახსოვთ და სურთ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. ამის მთავარ გარანტიად კი ხედავენ საქართველოს მჭიდრო კავშირს ევროპასთან და ევროკავშირთან.

რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს სჯერად საქართველოს ევროპული მომავლის და ცდილობენ, რომ თავადაც შეიტანონ წვლილი საქართველოს წინსვლისა და განვითარების საკითხში. მცირე ნაწილი ადამიანების,ა გარკვეული დეზინფორმაციების გავლენის ქვეშაა სამწუხაროდ. ისინი თვლიან, რომ სხვადასხვა არასასურველი იდეოლოგიით, ევროპას საქართველოზე ზეგავლენის მოხდენა სურს, რა მიზნითაც ქართული ტრადიციებისა და კვალის წაშლას ცდილობს, ასევე გააჟღერეს ნარატივები (არაერთხელ განცდილი შიშის გამო), რომ შესაძლებელია კიდევ სცადოს ჩვენთვის ზიანის მოყენება კრემლმა, თუ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ წავალთ, ეს ადამიანები საქართველოს ევროპულ მომავალს ეჭვქვეშ აყენებენ. შეხვედრაზე სწორედ ამ გავრცელებული დეზინფორმაციის საპირწონე, ფაქტებით გამყარებული მონაცემები განვიხილეთ და მოსახლეობის ამ ნაწილს გადამოწმებული ინფორმაცია გავაცანი. ვიმსჯელეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსებისა და სხვადასხვა პროდუქციის წარმოების საკითხზეც, რომელთა რეალიზებაც ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს მოუტანს ეკონომიკურ პროგრესს.

აღვნიშნეთ ის საკითხიც, რომ ერთმორწმუნე ერი ცდილობს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კვალის წაშლას კულტურული ძეგლების იერსახის შეცვლითა და გადაკეთებით. ამის ფონზე კი საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რეგულარულად რესტავრირდება. ტრენინგის განმავლობაში მსმენელებმა გაიხსენეს და დაასახელეს ოკუპირებულ სოფლებში არსებული სხვადასხვა ტაძარი თუ კულტურული ძეგლი და იმედი აქვთ, რომ ერთ დღეს საქართველო გამთლიანდება და დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.

ლიკა მელანაშვილი

დაკავშირებული სტატიები

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.