ერთკვირიანი ტრენინგი ბაკურიანში, გორელი ახალგაზრდებისთვის

Share post:

თუ ხარ 14-30 წლამდე და ცხოვრობ გორის მუნიციპალიტეტში, შეგიძლია ჩაერთო გორის ახალგაზრდული ცენტრის პროექტში -“You(th) for you(th)r spaces”

პროექტის მიზანია, გორის მუნიციპალიტეტში, ასევე, ოკუპაციით დაზარალებულ სოფლებში, მცხოვრები ახალგაზრდული მუშაკების კომპეტენციების გაძლიერება, ახალგაზრდული ცენტრების/სივრცეების განვითარებისთვის.

შეხვედრები 1-7 ივნისს, ბაკურიანში ჩატარდება.

“პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ: გორელ ახალგაზრდებთან მომუშავე, 14-30 (ლიმიტირებული რაოდენობით 30+-იც) ასაკის ახალგაზრდებს, რომლებიც წარმოადგენენ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს/საინიციატივო ჯგუფებს. მონაწილეების შერჩევის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მომუშავე ახალგზარდებს/ახალგაზრდულ მუშაკებს და გორის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს“,- აცხადებს პროექტის წარმომადგენელი, მედეა პავლიაშვილი.

გორის ახალგაზრდული ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა განახორციელონ ადგილობრივი აქტივობები (ტრენინგების სერია ან/და საინფორმაციო კამპანია), რომლის გეგმაც ტრენინგის პერიოდში შეიმუშავებენ.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 აპრილამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/7d2u83NxxRC6VX7F8

ტრანსპორტირების, კვების და სასტუმროს ხარჯები დაფარულია პროექტის მიერ.

პროექტის წარმატებით გავლის შედეგად მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.

პროექტი დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის მიერ.

დაკავშირებული სტატიები

კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილ ახალგაზრდებს DataFest Tbilisi-ზე მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ...

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...