ინკლუზიური განათლების განვითარებაზე პროექტის წარმომადგენლებმა ნეო ტვ-ში ისაუბრეს

Share post:

“ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად” – ძირითად მიზნებსა და ამოცანებზე დღეს პროექტის წარმომადგენლებმა ნეო ტვ-ს სტუდიაში ისაუბრეს. მათი განმარტებით, პროექტი ხელს შეუწყობს შშმ პირთა სოციალურ ჩართულობას, სკოლებში ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების გზით.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი კურსების მომზადება, რომელიც მომავალ პედაგოგებს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის მოამზადებს. ასევე, დაგეგმილია სპეციალური მასწავლებლებისთვის სასერთიფიკატო პროგრამის მომზადება. საინფორმაციო შეხვედრა დღეს გორში მოეწყო, უახლოეს დღეებში კი იმავე მიზნით სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

დაკავშირებული სტატიები

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.