კონკურსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

Share post:

თუ ხარ 13-17 წლის, გიყვარს წერა და გსურს შენი ნამუშევარი დაიბეჭდოს, მაშინ “ინოვატორი”-ისა და Neo Tv – ის ერთობლივი სტატიების კონკურსი შენთვისაა.

ტქსტის მოცულობა უნდა იყოს 250-400 სიტყვა, შრიფტი – Sylfaen; შრიფტის ზომა – 12; ინტერვალი – 1,15. ნაშრომი უნდა ეკუთვნოდეს კონკურსში მონაწილე პირს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი მოიხსნება კონკურსიდან

საკონკურსო სტატიის თემაა – “სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებები”

ნამუშევრები 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით, უნდა გაგზავნოთ pdf ფორმატის ფაილით, ელექტრონულ მისამართზე: youthcenterqartli@gmail.com ან ჩვენს პირად ფეისბუქ გვერდზე. აუცილებელია ფაილთან ერთად თქვენი საკონტაქტო ნომერი და მისამართი მოიწეროთ.

გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც შეძლებენ სტაჟირების გავლას ჟურნალიტიკის მიმართულებით Neo Tv-ს სივრცეში.

გამარჯვებული ავტორების სტატიები დაიბეჭდება ინოვატორისა და Neo Tv-ის ერთობლივ გაზეთში, ასევე გამოქვეყნდება https://neotv.ge/ – ზე.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...