ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

Share post:

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო “გორი ინნში” რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც “ტექნოპარკისა” და “AI აკადემიის” ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს “AI გლობალური განათლების ასოციაციის” პრეზენტაციას და იმ ახალი სტანდარტების დანერგვას, რაც ციფრულ ეპოქაში მასწავლებლის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს.

ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან განათლების სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სათავეში ჩაუდგნენ საკუთარ სკოლებს. კონფერენციის ფარგლებში წარდგენილი იქნება “AI პრაქტიკული გზამკვლევის”, რომელიც მასწავლებლებს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებაში დაეხმარება.

ორგანიზატორების განმარტებით, თანამედროვე განათლების ბაზარზე მასწავლებლის სტატუსი პირდაპირ კავშირშია მის ტექნოლოგიურ კომპეტენციასთან. ის პედაგოგები, რომლებიც “AI გლობალური განათლების ასოციაციის” მიღმა დარჩებიან, რისკავენ დაკარგონ ციფრული ლიდერის პოზიციები, რადგან ასოციაციის წევრობა ხდება ხარისხის ერთგვარი სტანდარტი.

რას გულისხმობს ასოციაციის წევრობა და რა უპირატესობა ექნებათ აქ გაერთიანებულ პედაგოგებს, ეს ყველაფერი დეტალურად სწორედ კონფერენციაზე იქნება განხილული.

“პედაგოგი, რომელიც არ ფლობს AI ინსტრუმენტებს, ციფრულ ეპოქაში კარგავს კონკურენტულ უპირატესობას. ჩვენი მიზანია, გორიდან დავიწყოთ ლიდერი მასწავლებლების გაერთიანება, რომლებიც განათლების მომავალს შექმნიან“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კონფერენცია 24 აპრილს “გორი ინნში” გაიმართება, ხოლო მაისში უფრო მასშტაბური ღონისძიება თბილისშია დაგეგმილი . ასოციაციაში გაწევრიანება და შესაბამისად კონფერენციაზე დასწრება მსურველ პედაგოგებს 21 აპრილამდე შემდეგ ბმულზე შეეძლებათ: https://forms.gle/NPJ3TcBRMcQb5MhE6

დაკავშირებული სტატიები

კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილ ახალგაზრდებს DataFest Tbilisi-ზე მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, უფასოდ მიიღონ მონაწილეობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ...

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...