“მწვანე გაკვეთილი” მე-8 საჯარო სკოლაში – მოსწავლეებმა მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

Share post:

გორის მე-8 საჯარო სკოლაში დღეს “მწვანე გაკვეთილი” ჩატარდა. “ირაოს” წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გლობალური დათბობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და წარმოქმნილი საფრთხეების შემცირებისთვის შესაბამისი გზები გააცნეს.

“მე-8 საჯარო სკოლაში ბავშვებს ავუხსენით რას ნიშნავს გლობალური დათბობა, რა ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია კლიმატის ცვლილებების შესარბილებლად და რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვა. გვქონა პატარა აქტიოვობაც, რის შემდეგაც გადავეცით სიგელები, როგორც გარემოს დამცველ ჩემპიონებს”, – აღნიშნა “ირაოს” წარმომადგენელმა, სალომე ქურდაძემ.

“მწვანე გაკვეთილის” შემდეგ მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. პროცესს მე-2 კლასის დამრიგებელი და მოსწავლეების მშობლებიც შეუერთდნენ.

“ადრეული ასაკიდან ცნობიერების ამაღლება გლობალურ დათბობასთან და წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ინფორმირებული ადამიანი მომავალში მეტად გაუფრთხილდება გარემოს, არ დაანაგვიანებს, არ დააბინძურებს, ხეებს არ მოჭრის და ა.შ. სწორედ ცნობიერების ამაღლება იყო დღევანდელი ჩვენი ვიზიტის მიზანიც”, – აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა, ნანა ჩოჩიამ.

დაკავშირებული სტატიები

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...