“ოკუპირებულ სოფელში წელსაც არავინ მიაკითხავს მამას საფლავს” – მერი ტაბატაძე

Share post:

აღდგომა დევნილი მოსახლეობისთვის სადღესასწაულო განწყობასთან ერთად ტკივილსა და სევდასაც უკავშირდება. ოკუპირებულ სოფლებში ტრადიციებთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირებს მიცვალებულთა საფლავებიც დარჩათ, სადაც 2008 წლის შემდეგ აღარავინ მისულა. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ახლობელთა საფლავების მოძიებას ინტერნეტის საშუალებით ცდილობენ. არსებული ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დროს, ქართულ სოფლებში ისტორიულ ძეგლებთან თუ ეკლესიებთან ერთად, საფლავების ნაწილიც დაზიანდა ან განადგურდა.

წელსაც ელოდება მამა საფლავზე მე, მარი და დედა ნარცისებს და ტიტებს რომ მივუტანთ – წელსაც არავინ მიაკითხავს. სახლში ვზივარ და 16 წლის წინანდელი კადრები და ნულის გზა მიტრიალებს გონებაში, მამას საფლავი, იქამდე მისასვლელ ქვებიან გზაზე შავი კუნელი და მის თავზე საუკუნეებ გადატანილ/გამოვლილი მარინები. მეპში ვათვალიერებ და არაფერი. საერთოდ არაფერი.. ყველა დევნილს გისურვებთ, რომ ძალიან მალე თქვენს მამულს დაბრუნებოდეთ, თქვენი მიცვალებულები გედღეგრძელებინოთ და რუსი თვალით აღარ გენახოთ სამშობლოში“, – ამბობს ხეობიდან დევნილი მერი ტაბატაძე.

დაკავშირებული სტატიები

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.