როგორ მუშაობს მედია საოკუპაციო ხაზთან? – NEO TV და GMG უცხოელ ექსპერტებს არსებულ ვითარებას აცნობენ

Share post:

როგორ ვაქციოთ მოპოვებული ინფორმაცია უფრო მიმზიდველად თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით? – ამ თემაზე ჟურნალისტებს უცხოეული ექსპერტები გამოცდილებას უზიარებენ. პრაქტიკის ნაწილში კი სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელ აქტუალურ საკითხებს, მონაწილეთა პრეზენტაციებიდან ეცნობიან და მათი ეფექტურად გაშუქების გზებს სთავაზობენ. შიდა ქართლიდან 5 დღიან შეხვედრას ირინა ხმიადაშვილი და ლიკა თოთლაძე ესწრებიან. მათ საკუთარი გამოსვლის დროს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ პროცესში მედიის როლზე ისაუბრეს.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ღონისძიება მიმდინარეობს ევროკავშირის მიერაა მხარდაჭერილი და მისი მთავარი მიზანია ეთიკური და პროფესიული მედია გარემოს შექმნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. კონკრეტულად კი გათვალისწინებულია პროფესიონალური მედიასაშუალებებისსთვის სპეციალური ქსელის შექმნა, რომელიც გაზრდის სარედაქციო შესაძლებლობებს და მხარს დაუჭერს სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას, დამოუკიდებელი მედია საშუალებებისთვის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, გამოცდილების გაცვლის, ურთიერთსწავლისა და თანამშრომლობის ინიცირებით, მრავალფეროვანი,სანდო, მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკის განვითარების გზით.

“შეხვედრები მიზნად ისახავს ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, სხვადასხვა ტიპის მედია საშუალებების აღჭურვას და მათ გაძლიერებას საჭირო მეთოდოლოგიებითა და პრაქტიკული ინსტრუმენტებით. რათა მათ ეფექტურად გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა თანამედროვე გამოწვევების პარალელურად, აუდიტორიის მოზიდვის და მათთვის საინტერესო საკითხების ეფექტურად გაშუქების მიმართულებით“-აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.


დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...