სოფლებში ადგილი აქვს მოსყიდვის მცდელობებს, სხვადასხვა საშუალებით – თამარ ბიგანიშვილი

Share post:

თამარ ბიგანიშვილი

რამდენიმე დღის წინ შეხვედრა მქონდა დევნილ მოსახლეობასთან, NEO TV-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც “სამართლიან არჩევნებთან” (ISFED) პარნიორობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩემი დაკვირვებით, სოფლებში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე აქამდე, წინასაარჩევნო პერიოდში ყოფილა.

ამ მომენტისთვის უკვე გამძაფრებით იგრძნობა სამთავრობო აგიტატორების მიერ მოსახლეობის “მოსყიდვის” მცდელობა სხვადასხვა საშუალებებით. სხვა წლებთან შედარებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი აგრესიულადაა განწყობილი პოლიტიკური საკითხების ხსენებისას. ერიდებიან პირდაპირ კომუნიკაციას და დასახლება მკვეთრად არის დაყოფილი პოზიცია/ოპოზიციად.

შეხვედრაზე რეგისტრაცია ძალიან ბევრმა ადამიანმა არ გაიარა, სხვადასხვა მიზეზის გამო, თუმცა გაჟღერებული საკითხები აინტერესებდათ და კითხვებსაც სვამდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ წელს პირველად, “არასამთავრობო ორგანიზაციების” ხსენებისას მათი ნაწილი კომუნიკაციას ერიდებოდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც დონორი ორგანიზაციებისგან და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით, არაერთი სიკეთე აქვს მიღებული. ასევე უარი განაცხადეს ფოტოს გადაღებაზე ისეთმა ადამიანებმაც, რომელიც არასამთავრობო სექტორის მიმართ კეთილგანწყობილი არიან. 


დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივებითაა გამოწვეული, რადგან დევნილთა დასახლებებში 2008 წლის შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში და მსგავსი არაფერი მახსენდება. პირიქით, მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციების დანახვისას, იმედს და მხარდაჭერას გრძნობდა, რასაც მათივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან არ იღებდნენ. ზოგიერთი მათგანი ადგილობრივ ხელისუფლებაზე უკეთესად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს იცნობდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას, შედარებით ნეიტრალური მხარეებისგან, გამოიკვეთა უიმედობა, ფრაზებით “მაინც არაფერი გვეშველება” , “აზრი არ აქვს”. ჩვენი მიზანი სწორედ საარჩევნო ხმის მნიშვნელობის გააზრება იყო, გავაცანით არაერთი მაგალითი, თუ რატომ აქვს აზრი მათ ჩართულობას და აქტიურობას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მაქსიმალურად ვეცადე მარტივად და გასაგებად მიმეცა სტიმული და მომეწოდებინა მათთვის არჩევნებზე წასულიყვნენ.

მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ვინაობას ღიად აფიქსირებდა, სრულიად იაზრებდა საკუთარ პასუხისმგებლობას ამ პროცესების მიმართ და მზაობას გამოთქვამენ 26 ოქტომბერს, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...