სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლებმა არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

Share post:

Hdrl – ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ორგანიზებით გასვლითი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 30-მდე სტომატოლოგიური კლინიკის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა მიზნად ისახავდა კოლეგებს შორის ურთიერთობების დამყარებას და ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრის მონაწილეებმა სტომატოლოგიაში არსებული გამოწვევები და ორგანიზაციის მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმები განიხილეს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის ხელმძღვანელმა, ირინა ბერკაცაშვილმა, კლინიკების წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ არსებული ბარიერების გადალახვა და პრობლემების აღმოფხვრა მხოლოდ თითოეული სტომატოლოგის მიერ მისი წილი პასუხისმგებლობის გაზიარების და ერთობლივი მუშაობის შედეგადაა შესაძლებელი.

ჩვენ შევეცადეთ სტომატოლოგიაში აღმოგვეჩინა ძირითადი პრობოლემები და მათი გადაჭრის გზები მოგვეძიებინა.ასევე მიგვეწოდებინა კანონმდებლობასთან დაკავშირებული დეტალები სტომატოლოგიური კლინიკებისათვის. შედეგად, ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა მოწესრიგდა და იქ მკურნალობა უკვე გახდა უსაფრთხო. ამჟამად, ვცდილობთ განვითარების შემდეგ ეტაპე გადავიყვანოთ ისინი, რაც გულისხმობს სხვადასხვა იურიდიული, საგადასახადო-ბუღალტრული აღრიცხვის სწორად დანერგვას. გასვლითი შეხვედრაზე განვიხილეთ ასევე საბჭოების შექმნის ინიციატივა, რომლებიც პერიოდულად, გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმსჯელებენ, -აღნიშნა ირინა ბერკაცაშვილმა. 

სტომატოლოგების გასვლითი შეხვედრა მცხეთაში

შეხვედრის მონაწილეების განმარტებით, აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანებამდე ადგილი ჰქონდა არაერთ პრობლემს, რაც ხშირად კანონმდებლობის და რეგულაციების ხელმიუწვდომელობას, ასევე კლინიკების დამფუძნებელთა არაინფორმირებულობას უკავშირდებოდა, შედეგად კი კლინიკებს ინტენსიურად ჯარიმების გადახდა უწევდათ. ეს ყველაფერი კი ლოგიკურად აისახებოდა პაციენტებისთვის სტომატოლოგიური სერვისის მიწოდების ხარისხზე. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოქმედი სტომატოლოგების თქმით, ამჟამად ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია, რაშიც მათ სწორედ ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის დახმარებით შეძლეს.

“არსებული გამოწვევების პარალელურად შეხვედრაზე ახალი იდეების შესახებაც ვისაუბრეთ. “ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგამ” საფუძველი ჩაუყარა სპეციალური საბჭოების ჩამოყალიბებას, რაც სამომავლოდ, სირთულეების დასაძლევად უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მომუშავე კლინიკების წარმომადგენლებს გვეძლევა საშუალება ერთმანეთს ვესაუბროთ ბარიერებზე, გამოწვევებსა და იმ გამოცდილებაზე, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში განსხვავებულია. ურთიერთთანამშრომლობით კი “ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში” გაწევრიანებულ კლინიკებს, მუდმივად განვითარების საშუალება გვეძლევა,” – აღნიშნავენ სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები. 

“ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგა” 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ამ გაერთიანებაში სტომატოლოგთა გაწევრიანება მარტივი პროცედურებთაა შესაძლებელი. დაფუძნებიდან დღემდე ლიგის წევრთა რაოდენობა სისტემატურად იზრდება. 

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...