1 წელიწადში შევძელი 4-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპის ამუშავება, რომლებსაც ანალოგი არ აქვს. ბაზარზე მოვიპოვე გამარჯვება ჩემს გუნდთან ერთად, ხუთ საგრანტო კონკურსში. შევიძინეთ უახლესი ტექნიკა-დანადგარები, რომლებიც გვეხმარება შევქმნათ ძლიერი საწარმოები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელზეც ძალიან მალე გაიგებს მთელი საქართველო, რომელიც ჩვენს შემდეგაც დიდი ხანი დარჩება ახალგაზრდობას.
როგორ მოვედი აქამდე?
პირველ რიგში დავიწყებ მადლობით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისაც არ სჯეროდა ჩემი, რადგან სწორედ მაგ დროს გიჩნდება ყველაზე დიდი სურვილი, რომ არ დანებდე. დაუმტკიცო პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ ტყუილად “გაჯერებდნენ”, რომ ტყუილად გეუბნებოდნენ მიღწევა შეუძლებელია, ყოველ ჯერზე ვუმეორებდი ამას საკუთარ თავს, შენ ეს უნდა შეძლო. არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა დანარჩენი ახალგაზრდის სახელით ვისაც დააჯერეს, რომ ის რაზეც ოცნებობდნენ შეუძლებელი იყო. ვფიქრობდი, ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი მოტივაცია იქნებოდა სხვისთვისაც.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მოღალატეს, ვინც დროს არ კარგავდა მაშინ, როდესაც ვიქცეოდი ყოველ წამოდგომაზე ვიძახდი არაუშავს. ალბათ მასაც ასე ექცეოდნენ, როცა უჭირდა და მას შემდეგ ღალატზე მეტად იმის მეშინოდა, მეც მათ არ დავმსგავსებულიყავი. აი ამიტომ ვუხდი მადლობას მათ. დღეს ვიცი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ერთადერთხელ ახალ გაცნობილ ადამიანზე წამომცდა ვერ ვენდობი მეთქი და მეგობარმა მაშინვე გამაჩუმა. თუ მასე შეიცვლები, რომ ადამიანებს აღარ ენდო ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვება იქნება, ვინც ოდესღაც გიღალატა. მას შემდეგ ადამიანზე ერთი შეხედვით აღარ მიმსჯელია.
ზოგადად არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ კარგი იქნება NEO TV -ს საშუალებით ახალგაზრდებს ხმა მივაწვდინო. ეს არც არჩევა იქნება და არც ჭკუის დარიგება, უბრალოდ მინდა გითხრათ, რისიც მჯერა და რაც ჩემთვის არავის უთქვამს, როცა საქმეს ვიწყებდი.
არ მოუსმინოთ არავის, ვინც გეუბნებათ, რომ რაიმე არ გამოგივათ, მათ თვითონ გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და დაწესებული შაბლონებით აშენებული კედელი ჩამოანგრიონ. ამიტომაა, რომ მათი ყოველდღიური რუტინა წლებში ეზრდებათ და მერე ერთ დღესაც ხვდებიან, რომ უკან დაბრუნება აღარ შეუძლიათ ან აზრი არ აქვს, მიზანი და იდეა მაგ დროისთვის დაკარგულია.
ნუ გეწყინებათ, თუ გეტყვიან, რომ შეშლილი ხართ, ან უარესს – ეს გიჟიაო. ადამიანები, რომლებიც იცინოდენ ჩემს მიერ ნათქვამ ინოვაციურ გამოგონებებზე, იდებზე, დღეს ცდილობენ, რომ ჩემთან ერთად იმუშაონ, მაგრამ არასოდეს აღიარებენ, რომ შეცდენენ, თქვენი წარმატება თვითონვე დაგიბრუნებთ იმ ადამიანებს, ვინც ადრე გრიყავდენენ. უბრალოდ ამჯერად არჩევანს შენ გააკეთებ, გჭირდებიან, თუ არა მასეთი ადამიანები გვერდით.
და შენ, ვინც ამ ბლოგს კითხულობ, გეტყვი, რომ ვალდებული, ხარ გჯეროდეს შენი იმედების, ოცნებების, ვალდებული ხარ წამოდგე, როცა დაეცემი, ვალდებული ხარ დაუმტკიცო ყველას, რომ ცდებოდნენ, როცა შენი არ სჯეროდათ, ვალდებული ხარ შექმნა, გამოიგონო, გააგრძელო ბრძოლა შენი ოცნებისთვის, ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისაც დაჯე~ერეს რომ ოცნებები არ ხდება. მერე იქნებ, ვიღაცამ შემთხვევით დაგინახოს და მასაც ეყოს გამბედაობა, რომ იბრძოლოს თავის ოცნებისთვის.თუ შენც ჩემნაირად ფიქრობ, შეგიძლია შემოგვიერთდე, ჩვენი გუნდი მზად არის მიიღოს ყველა ადამიანი, რომელსაც შეუძლია შრომა და უნდა შექმნას ინოვაცია ან წვლილი შეიტანოს ხელოვნების დარგებში.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნველოვანია იდეა, რასაც ვემსახურები გულით და სულით და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი ვისი დამსახურებითაც მივაღწიე იმას, რისი მიღწევაც მინდოდა და კიდევ არის ადამიანი, რომლის გვერდითაც მინდა უკეთესი ვიყო ვიდრე დღეს ვარ და სურვილი მაქვს ყველა ჩემი და ჩვენი გამარჯვება მას მივუძღვნა და მასთან ერთად გავიზიარო (თ*****).
დავამთავრებ სტივ ჯობსის სიტყვებით: „დიდება მეამბოხეს“, ვინც სამყაროს შეცვლას მოინდომეს.
რეზო კერესელიძე