“ამბის თხრობა ეფექტურად” – გორში ღია მონაცემების ფორუმი გაიმართა

Share post:

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის როლზე საუბრით დაიწყო გორში ღია მონაცემების ფორუმი, რომელიც ნეო ტვ-ს წარმომადგენელმა, ეკა სუხიშვილმა გახსნა. ღონისძიება ForSet – ის მხარდაჭერილი პროექტის შეჯამებას მიეძღვნა, სადაც მისმა მონაწილეებმა მიღებული გამოცდილების შედეგად მომზადებული ნამუშევრები წარმოადგინეს. პროექტის მონაწილეებმა ინტენსიური ტრენინგ-სემინარების შემდეგ სხვადასხვა უწყებისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, გამოიყენეს ასევე პორტალი askgov.ge, სადაც უკვე გამოთხოვილი და ხელმისაწვდომია 1300-ზე მეტი საჯარო ინფორმაცია.

მოძიებული მონაცემების დამუშავებისა და ვიზუალიზაციაში გადატანასთან დაკავშირებით მათ ახალი უნარები შეიძინეს და ამ მიმართულებით ცოდნა გაიუმჯობესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპრეზენტაციო თემებად შიდა ქართლისთვის აქტუალური საკითხები შეირჩა, რაზეც შემდეგ ინფოგრაფიკები ააწყეს. ფორუმს მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეონა თომაშვილიც დაესწრო. შეხვედრის მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.

მომხსენებლებმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობის შესახებ არსებული შესაძლებლობები მიმოიხილეს და ქვეყანაში ამ მხრივ ბოლო დროს განვითარებული პროცესებიც შეაფასეს. შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, აქტიური სამოქალაქო სექტორის და მედიის მუშაობა სწორედ გამჭვირვალობას და ქვეყანაშ დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს, ამ პროცესში კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის ეფექტურად გავრცელება სამიზნე აუდიტორიაზე უფრო მეტ გავლენას ჰპოვებს.

ღია მონაცემების ფორუმი შიდა ქართლში პირველად ჩატარდა, ნეო ტვ-მ ეს პროექტი „ForSet“-ის მხარდაჭერით განახორციელა. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარტნიორული მუშაობის გაგრძელებაზე მზად ყოფნა გამოთქვეს და საზოგადოებას ამ მხრივ მეტ სიახლეს და შესაძლებლობების გაზიარებას დაპირდნენ. რაც შეეხება პროექტის ფარგლებში მომზადებულ ინფოგრაფიკებს, ნეო ტვ საკუთარ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში მას ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.

დაკავშირებული სტატიები

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...