ციფრული მოქალაქეობის კომპონენტი 57 სკოლაში – შიდა ქართლში მოსწავლეთა გადამზადება მიმდინარეობს

Share post:

ერთი წელია შიდა ქართლის 57 სკოლაში მიმდინაროებს USAID ის “სამოქალაქო განათლების პროგრმა”, რომლის ერთ – ერთი პრიორიტეტია ციფრული მოქალაქეობის კომპონენტი.

კომპონენტის მიზანია, სასკოლო საზოგადოების სამოქალაქო და ტექნოლოგიური უნარების განვითარება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

მიმდინარეობს მოსწავლეების მომზადება ციფრული უნარების განვითარების მიმართულებით, როგორებიცაა ვებდიზაინი, გეიმინგი და პროგრამირება; სამოქალაქო განათლების პედაგოგების გადამზადება ციფრული ტექნოლოგების მიმართულებით; ხორციელდება ჰაკათონები და საზაფხულო ონლაინ-სკოლები, ასევე, ციფრული ოლიმპიადები და სხვადასხვა საპროექტო კონკურსები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების ციფრული წიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის უნარების განვითარებას და ხელს შეუწყობს მათ სამოქალაქო ჩართულობას.

წლის განმავლობაში შიდა ქართლში, პროგრამის პარტნიორი “საზოგადოება ბილიკის” მიერ განხორციელდა შემდეგი აქტივობები ციფრული მოქალაქეობის კომპონენტის მიმართულებით:

  • ტრენინგები პედაგოგებისთვის ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების შესახებ;
  • ონლაინ საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის დეზინფორმაციის, ციფრული მოქალაქეობის, კიბერ საფრთხეების, ციფრული წიგნიერებაზე;
  • მიმდინარეობს TBC IT აკადემიის კურსები მოსწავლეებისთვის

შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებისათვის საინფორმაცი ტექნოლოგიების  მიმართულებით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო მედიაწიგნიერების,  ციფრული მოქალაქეობის, ციფრული რესურსების შექმნის შესახებ მასწავლებელთა კომპეტენციების კვლევა, საჭიროებების გამოკვეთა და საჭიროების შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა.

გამოიკითხა პროგრამაში ჩართული სკოლების 53 მაწავლებელი, მათ შორის 48 ქალი, 5  მამაკაცი, გამოიკვეთა კვლევის მიგნებები და  ინტერვენციის მიზნით დაიგეგმა შეხვედრების ციკლი მასწავლებლებთან თემაზე –  ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნა.

Teams პლატფორმაზე  შეიქმნა მასწავლებელთა (28 პედაგოგი) ჯგუფი ონლაინ სასწავლო შეხვედრებისათვის და ჩატარდა ოთხი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში მასწავლებლები   გაეცნენ  პროგრამა scratch-ს  და  ისწავლეს ციფრული ონლაინ რესურსის, კერძოდ ანიმაციის შექმნა.  ასევე გაეცნენ პროგრამა canva  -ს და  ისწავლეს ციფრული ონლაინ რესურსის, კერძოდ პოტერის შექმნა.  ორი შეხვედრა დაეთმო მასწავლებლებისათვის Microsoft ის ინსტრუმენტების გაცნობას, Microsoft-ში ინფორმაციის ორგანიზებას და პროექტული სწავლებისათვის პროექტის პორტფოლიოს შექმნას.

ჩატარდა შეხვედრა ტექნოლოგიების მიმართულებით მოსწავლეებისათვის (18 მოსწავლე) თემაზე “ციფრული რესურსების შექმნა”. მოსწავლეებმა ისწავლეს პოსტერების დამზადება პროგრამაში canva. აქტივობის ფარგლებში გამოცხადდა პოსტერების კონკურსი, რომელიც მიეძღვნა 22 აპრილს, დედამიწის დღეს. კონკურსში წარმოდგენილი იყო 20 საკონკურსო პოსტერი, საიდანაც  საკონკურსო მოთხოვნები დააკმაყოფილა 10-მა პოსტერმა.  პოსტერები განთავსდა სოციალურ მედიაში.

უფრო ვრცლად, გასული სასწავლო წლის აქტივობები და შედეგები “საზოგადოება ბილიკის” მიერ შემაჯამებელ ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი, რომელიც 13 ივნისს,  14:00 საათზე “გორი ინნში” გაიმართება.

მარიკა მღებრიშვილი, “საზოგადოება ბილიკის” ხელმძღვანელი

დაკავშირებული სტატიები

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...