როგორ გადავამოწმოთ და ავსახოთ ვიზუალიზაციაში ფაქტის სიზუსტე? – ტრენინგი პროექტის მონაწილეებთან

Share post:

ღია მონაცემების ჰაბს, რომელიც ნეო ტვ-ს ბაზაზეა შექმნილი ადგილობრივი ქალები და ახალგაზრდები შეუერთდნენ. ტრენინგ-სემინარებს მონაცემთა ვიზუალიზაციის თემაზე ჯამში 15 მონაწილე გადის, რის შედეგადაც მიღებულ ცოდნას ევროკავშირთან დაკავშირებული მითების საპირწონედ, გადამოწმებული ამბების მომზადებისას გამოიყენებენ.

“შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განსაკუთრებით ხშირად გვესმის მცდარი შეფასებები ევროკავშირზე და ქვეყნის ამ გაერთიანებაში გაწევრიანების პერსპექტივაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ღია მონაცემების ჰაბის გაფართოება და გადამზადება ფაქტების მოძიებისა და ამბების გადამოწმების შესაძლებლობების შესახებ, რაც ვფიქრობ უშედეგო არ აღმოჩნდება. მინიმუმ ოჯახის წევრებთან მაინც გაავრცელებენ იმ ფაქტებს, რასაც რუსეთის პროპაგანდა სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით მალავს, შედეგად კი არასწორი ინფორმაცია ელვის სისწრაფით ვრცელდება და აზიანებს საზოგადოებას“,-აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ნინო ჩიბჩიურმა.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ტრენინგები უტარდებათ “ფონდი ტასოს” მიერაა მხარდაჭერილი. ტრენინგების შემდეგ მონაწილეები ევროკავშირთან დაკავშირებული მითების საპირისპირო, ფაქტებზე დაფუძნებულ ვიზუალიზაციებს წარმოადგენენ, საუკეთესო ნაშრომის ავტორს კი ფულადი ჯილდო გადაეცემა.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...