ევროკავშირთან ვაჭრობა ქართულ ბაზარს მეტად კონკურენტუნარიანს ხდის

Share post:

ავტორი: გვანცა მეზვრიშვილი

საქართველო-ევროკავშირს შორის ვაჭრობას არ აქვს გავლენა სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო ბრუნვაზე და ზოგადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირთან სხვა თანამშრომლობის ფორმატები, არცერთ ეტაპზე არ განიხილავენ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პრიორიტეტიზაციას, როგორც ამას ყალბი ამბებით ავრცელებენ.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.

საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, შემცირდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა ორ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან. პარალელურად იზრდება ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, რაც თავისი უახლოესი წარსულის გათვალისწინებით საფრთხის შემცველია.

აშშ-სთან ექსპორტი 2023 წლის პირველ ნახევარში 79,1%-ით არის შემცირებული. საქართველოს აშშ-ში ექსპორტის ასეთი დაბალი დონე 2009 წლის შემდეგ არ ჰქონია.

ევროკავშირთან ვაჭრობა სხვა სავაჭრო პარტნიორებთან გვაშორებს ეს მითია, რადგან ჩვენ ევროკავშირთან ვაჭრობით ფართო ასპარეზე გავდივართ ვაჭრობის მიმართულებით, რადგან უფრო მეტი პროდუქცია გავა მსოფლიოს მსხვილ ქვეყნებშიც და ეს ექსპორტზეც აისახება.

ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან ვაჭრობა არამც თუ დაგვაშორებს სხვა მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან არამედ დაგვაახლოვეს კიდეც. და საქართველოს განვითარებისთვის მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია

შეიძლება ითქვას ისიც, რომ ევროინტეგრაციის პროცესში დაგეგმლი და მიმდინარე რეფორმები კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხს და იმიჯს მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას.

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად ჩვენი ქვეყნისთვის, ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით, 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...