ნეო ტვ ბულგარეთში, სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ გამართულ ფორუმს დაესწრო

Share post:

“ნეო ტვ-მ” ასოციაცია “ჰერა XXI”- ის პარტნიორობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ფორუმში, რომელიც ბულგარეთში გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ სოფიამ უმასპინძლა და ის შეეხებოდა ონლაინ კამპანიების წარმოებას, პროექტის წერას და ადამიანის უფლებების საკითხებს. ნეო ტვ-დან ფორმუმში მონაწილეობა ნათია სიდამონიძემ მიიღო.

“მთავარი სადისკუსიო თემა იყო რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და საფრთხეები. ფორუმს ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობითაც მოეწყო გამოფენა, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა წარმატებული პროექტები, მიგვეღო რჩევები, დაგვესვა კითხვები და უფრო მეტი გაგვეგო ერთმანეთის საქმიანობის და სტრატეგიების შესახებ. ფორუმზე დასწრება კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, რადგან განხილული საკითხები პირდაპირ უკავშირდებოდა ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას. ვთვლი, რომ ეს ჩემთვის, როგორც სამართლის სტუდენტისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო,” – აღნიშნა ნათია სიდამონიძემ.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...