შიდა ქართლში, სოფლად მცხოვრებ ქალებთან უფლებადამცველები იმუშავებენ

Share post:

ნეო ტვ შიდა ქართლის 10 სოფელში ინტენსიურ ტრენინგ-კურსს იწყებს, რომლის მთავარი მიზანია, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებზე ცნობიერების ამაღლება. პროექტს ნეო ტვ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ახორციელებს, რომლის ფარგლებში სამიზნე სოფლებში მობილიზატორები შეარჩია და მათ აქტივობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქალს ჰქონდეს იმ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა, რაც მათთვისაა გათვალისწინებული. ჩვენი მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ სოფლად მცხოვრებთა უმეტესობამ არც არსებული სერვისების შესახებ იცის და არც საკუთარ რეპროდუქციულ უფლებებზე სმენია. 10-ვე სოფელში უკვე გვყავს გადამზადებული მობილიზატორი ქალები, რომლებთან ერთადაც ვიმუშავებთ ქალთა საჭიროებების გამოკვეთასა და მათი ადვოკატირების მიმართულებით. გარდა ამისა, ადგილობრივ ქალებთან ჩავიყვანთ ექსპერტებს, რადგან პირადად ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ საჭირო ინფორმაცია და პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე”, – აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიბჩიურმა. 

რეგიონის  10-ვე სოფელში საჭიროებების გამოსავლენად გათვალისწინებულია სპეციალური კვლევის ჩატარება. გამოკვეთილი საკითხები კი ადვოკატირების ფარგლებში, შესაბამისი მუნიციპალიტის საკრებულოსთან არსებულ გენდერული თანასწორობის და მერის მრჩეველთა საბჭოებთან განიხილება. 

პროექტი, “ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა”, რომლის ფარგლებშიც ნეო ტვ აღნიშნული აქტივობების განხორციელებას გეგმავს, ხორციელდება GCRT-ს მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...