გორის მე-3 სკოლის ეზოში მოსწავლე ძაღლმა დაკბინა – მშობლები უსაფრთხოების ზომებს ითხოვენ

Share post:

გორში, მე-3 სკოლის მოსწავლე ძაღლმა დაკბინა. თვითმხილველების განმარტებით, შემთხვევა სკოლის ეზოში მოხდა. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველები მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად უნახავთ, რომლის შესახებაც არაერთხელ განაცხადეს, თუმცა ამაოდ. სკოლის ღობეებს შორის არსებული სივრცეებიდან ძაღლები ქუჩიდან სკოლის ეზოში მაინც აღწევენ.

უკვე გვეშინია ბავშვების სკოლაში გაშვება. დღეს არავის აქვს იმდენი დრო, რომ ბავშვს დაელოდოს გაკვეთილების დაწყებიდან დასრულებამდე, რომ სკოლის ეზოში გამოსვლისას ძაღლმა არ უკბინოს. ხომ შეიძლება რაიმე გამოსავალი მოიძებნოს, ამდენი ხანია ეს პრობლემაა, ყოველდღიურად ვხედავთ სკოლასთან მიუსაფარ ცხოველებს, მათ შორის რამდენიმე აგრესიულია. ვის მოვთხოვოთ პასუხი ბავშვს რომ რამე მოუვიდეს?,”-ამბობენ მე-3 სკოლის მოსწავლეების მშობლები.

ნეო ტვ რესურსცენტრის ხელმძღვანელს დაუკავშირდა და მოზარდის მდგომარეობასთან ერთად, პრობლემის მოგვარების შესაძლებლობით დაინტერესდა. ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, პრობლემა მათთვის ცნობილია და მსგავსი ფაქტების გამორიცხვის მიზნით, სათანადო ზომების მიღებაც იგეგმება.

” ბავშვი კარგადაა. სამწუხაროდ მომავალშიც არ ვართ დაზღვეულები.. სკოლის ეზოს ღობეებში ეტევიან ძაღლები და სკოლა გეგმავს ამ ღობეების შემცირებას, ანუ ღობის გადაკეთებას. ცხოველთა თავშესაფარსაც მიმართა სკოლამ რამდენჯერმე, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა” – აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მიუსაფარი ცხოველების საკითხი, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, გორში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. ამ მიზნით, გორში ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარიც შეიქმნა, თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამ მხრივ თავს დაცულად მაინც ვერ გრძნობს. მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ხელშეწყობისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტში თანხები აქვს გათვალისწინებული, რომელიც 2022 წელს, 478 ათას 200 ლარით იყო წარმოდგენილი, 2023 წელს კი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გორის ბიუჯეტიდან 551 ათასი ლარია გამოყოფილი.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს...

გაუმჭვირვალე თვითმმართველობები და მოქალაქეთა ჩართულობის პრობლემები – NEO TV – მ პროექტის შედეგები შეაჯამა

დასრულდა NEO TV-ის პროექტი შიდა ქართლში, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის და მათი...

NEO TV – მ კორუფციის თემაზე კვლევის პრეზენტაცია მოაწყო

კორუფციული ნიშნები შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში - NEO TV - ს კვლევების მიგნებები ანალიტიკოსებმა მედიას გააცნეს. NeoTv.ge ზე...

რეპრესიები “სამართლის” სახელით – პატიმრობაში კიდევ 8 აქტივისტი გაუშვეს

პროევროპული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები ქვეყანაში დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. პროცესი "ახალ ფაზაში" გადავიდა,...