საახალწლოდ, გორში საქველმოქმედო აქცია იგეგმება, რისთვისაც მოხალისეებს იწვევვენ

Share post:

მოხალისეები კარიტასის მხარდაჭერით გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან. კარიტასი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას და ეხმარება: ობლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, უსახლკაროებს, მარტოხელა მოხუცებს, სოციალურად დაუცველ პირებს, სტიქიური მოვლენების და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ პირებს, ქუჩასთან კავშირში მყოფ ბავშვებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანებს. ორგანიზაცია საახალხწლოდ, საქველმოქმედო აქციის განხორციელებას გეგმავს გორშიც, რისთვისაც მოხალისეებს იწვევს.

“კვირაში რამდენიმე საათიან მოხალისეობრივ მუშაობას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. კარიტასის მოხალისეებს აქვთ შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანონ და ჩაერთონ საქველმოქმედო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. ამ ეტაპზე გვჭირდება დახმარება ტანსაცმლის დახარისხების და გაცემის პროცესში, ასევე საახალწლო კამპანიის განხორციელებაში, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა სოციალურად დაუცველ მოხუცებს შევუძენთ პირველადი საჭიროების პროდუქტებს”, -ამბობს, გორის მოხალისეების ოფიცერი, ნათია სიდამონიძე.

საახალწლო კამპანიას, “გაუზიარე ახალი წელი” გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. მათთან ერთად, “კარიტასის” მოხალისეებმა საახალწლო დეკორაციები დაამზადეს. მათ შორის საყოფაცხივრებო ნარჩენებისგან (გადამწვარი ნათურა, პოლიეთილენის პარკი) დაამზადეს მისალოცი ბარათები, რომლებიც საახალწლოდ, უშუალოდ პროექტში ჩართულ მოქალაქეებს გადაეცემათ. ორგანიზატორთა განმარტებით, საახალწლო კამპანია მიზნად ისახავს 31 დეკემბრამდე, ახალი წლის დეკორაციების შეგროვებას, მათ გაყიდვას და შემოსული თანხით გორში მცხოვრები მარტოხელა მოხუცებისთვის პირველადი საჭიროების პროდუქტების შეძენას.

აქციაში ჩართვა დაინტერესებულ პირებს შემდეგი სააპლიკაციო ფორმის შევსების შედეგად შეეძლებათ:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScISGl1fd1xyRqQgJ2CMOJ3fWHkU6kxNfpoc9lFy0OR4bVP8g/viewform

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...