“დევნილებმა უკეთესად ვიცით, რომ ევროპა ჩვენი უსაფრთხოების და ნათელი მომავლის გარანტია” – ლიკა მზარეულიშვილი

Share post:

ლიკა მზარეულიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ათასობით ოჯახი დევნილად იქცა. მათ დაკარგეს ყველაფერი და ცხოვრება ხელახლა დაიწყეს. ამ პროცესში სწორედ ევროკავშირის ქვეყნები დაეხმარნენ და სხვადასხვა ორგანიზაციის შუამავლობით, უამრავი სირთულე დაძლიეს.

სამწუხაროდ, სხვადასხვა დეზინფორმაციული ნარატივებით, გარკვეული ჯგუფები დღეს ამ მხარდაჭერის უგულებელყოფას ცდილობენ, თუმცა ამის მიუხედავად, ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში ევროკავშირის მიმართ ნდობა უფრო ღრმავდება და მეტი სურვილი არსებობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების, ვიდრე ეს 2008 წლამდე იყო.

“ფონდი ტასოს” მხარდაჭერით საშუალება მქონდა ევროკავშირის შესახებ კვალიფიციური ექსპერტების ტრენინგებს დავსწრებოდი ევროკავშირის შესახებ და ფაქტებზე დაფუძნებული რეალური ინფორმაციის გაცნობის შედეგად გამეანალიზებინა რა იყო სიმართლე და რა სიცრუე. შიდა ქართლის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებმა 10-მა ქალმა სრულიად უსასყიდლოდ გავიარეთ შესაბაისი პროგრამა, ახლა უკვე შემდგარი ტრენერები ვართა და სხვა დროსაც შეგვიძლია ამ რესურსის გამოყენებით საგანმანათლებლო შეხვედრების ჩატარება.

წელს მე საშუალება მქონდა მოხისის დევნილთა დასახლებაში საინფორმაციო შეხვედრა ჩამეტარებინა, საზოგადოებაში გავრცელებული ყალბი ამბების საპასუხოდ, ევროკავშირის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირისა და დემოკრატიული განვიტარების მიმართულებით მათ უფრო მეტი მიმღებლობა აქვთ. მათ აქვთ სურვილი ევროპული მომავლის, რადგან კარგად ესმით თუ რას ნიშნავს ეს ომგამოვლილი მოქალაქეებისთვის. არ მეგონა ამდენი ინფორმაცია თუ ექნებოდათ ევროკავშირის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბების საპასუხოდ.

ვისაუბრეთ ცხოვრების წესის, უფლებებისა და თავისუფლების შესახებ. ეს ადამიანები აღნიშნავდნენ თუ როგორი ნათელი და თავისუფალი იქნება ადამიანების ცხოვრება საქართველოში, ქვეყნის ევროინტეგრაციის შემთხვევაში.

მათ კარგად ესმით, რომ ევროპა არის ჩვენი უსაფრთხოებისა და ნათელი მომავლის გარანტი, სადაც მოხუცებს ექნებათ ღირსეული სიბერე, ახალგაზრდებს კარგი განათლება და შესაძლებლობები საკუთარი ცოდნის რეალიზაციზებისა და მათი უფლებების დაცვის კუთხით, შეძლებენ ამ ქვეყანაში შეიქმნან ღირსეული მომავალი და არ მოუწიოთ ძალიან ბევრი კილომეტრის გავლა და ამჯერად უკვე სამშობლოს დატოვება, უკეთესი მომავლის იმედით.სწორედ ასეთი შეხვედრებით რაც შეიძლება მეტი უნდა ვისაუბროთ ამ ევროპული მომავლის მნიშვნელობაზე და თავისუფლების არსზე, რაც ჩვენი თანამოქალაქეების არჩევანია.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...