სკოლებში, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, NEO TV – მ ტრენინგები დაიწყო

Share post:

ონლაინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გორის სკოლებში ტრენინგ-სემინარები მიმდინარეობს. პირველ ასეთ შეხვედრას გორში, მე-8 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. მოზარდებს საკუთარი გამოცდილება GMG-ს კიბერუსაფრთხოების აკადემიის კურსდამთავრებულმა, ნათია სიდამონიძემ გაუზიარა და იმ ძირითად საკითხებზე ისაუბრა, რომელთა ცოდნაც, მისი განმარტებით, ახალი თაობისთვის დღეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახდა.

“საინფორმაციო შეხვედრისას ბავშვებს გავუზიარე ის საბაზისო ინფორმაცია, რისი ცოდნაც დღეს ონლაინ სივრცეში უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. კერძოდ, განვიხილეთ ფიშინგის სახეები, კიბერ ადევნება, ვისაუბრეთ ონალინ შევიწროებასა და პრევენციის გზებზე, რაც სამწუხაროდ, ისეთ მოწყვლად ჯგუფებთან, როგორებიც არასრულწლოვნები არიან, საკმაოდ გახშირდა. ასევე ზრდასრულთან შედარებით, მარტივი გახდა ონლაინ სივრცეში მათით მანიპულირება. საინტერესოა, რომ თავად ბავშვებმაც არაერთი შემთხვევა გაიხსენეს, როდესაც კიბერუსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო, თავად ან მათი ოჯახის წევრები დაზარალდნენ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს სწორი ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია მსგავსი ქმედებების პრევენციისთვის. ონლაინ უსაფრთხოების საკითხები რაც დრო გადის, სულ უფრო პრიორიტეტული უნდა ხდებოდეს, რადგან ტექნოლოგიების განვითარება მთელ რიგ სიკეთეებთან ერთად, გამოწვევებსაც აჩენს, რასაც ცნობიერების ამაღლებით უნდა ვებრძოლოთ“, -აღნიშნა ნათია სიდამონიძემ.

სპეციალისტები სკოლებში შეხვედრებს გორის მერიის მხარდაჭერით აწყობენ და მოზარდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან.

პარალელურად, სკოლებში მიმდინარეობს ფსიქლოგთა ვიზიტები, როგორც მოზარდებთან ისე მათ მშობლებთან და პედაგოგებთან. შეხვედრების დროს განიხილება მათთვის აქტუალური თემები და სათანადო კუნსულტაციებიც ხორციელდება.

დაკავშირებული სტატიები

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...