საზაფხულო ბანაკისთვის “მეცნიერებათა სკოლაში” მოსწავლეთა მიღება იწყება

Share post:

თუ თქვენმა შვილმა დაამთავრა პირველი, მეორე ან მესამე კლასი და ჯერ არ იცით სად და როგორ დაასვენოთ ან გაართოთ, მაშინ “მეცნიერებათა სკოლის” საზაფხულო ბანაკი თქვენ შვილზეა მორგებული. 

27 მაისიდან, 31 ივლისის ჩათვლით ბავშვებს “მეცნიერებათა სკოლა” უმასპინძლებს, სადაც დღის ხანგრძლივობა 10:00 დან 16:00 საათამდეა განსაზღვრული.

მოსწავლეებს “მეცნიერებათა სკოლის ბანაკში” დახვდებათ:

  • ორჯერადი კვება
  • წიგნიერების და სპორტული აქტივობები
  • სინემა კლუბი
  • ფსიქოლოგის საათი
  • კულინარიული მასტერკლასი
  • სახალისო მათემატიკა და ინგლისური
  • კოდმანკის კლუბი (საბავშვო კომპიუტერული პროგრამირების კურსი)
  • ხელოვნება
  • დასვენება და თამაში

დაკომპლექტდება შემდეგი ასაკობრივი ჯგუფები: 4-5 წელი, 6-7 წელი, 8-9 წელი. 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა, ან ეწვიეთ “მეცნიერებათა სკოლაში” (მისამართი, გორი, გორგასლის ქ. N1 ა).

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 598 188 588

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...