სამშენებლო სექტორში დასაქმების მსურველებთან გორში შეხვედრა გაიმართება

Share post:

გსურთ დასაქმება სამშენებლო სექტორში და შესაბამისი უნარების შეძენა-განახლება? მაშინ ეს ინფორმაცია სწორედ თქვენთვისაა! სამშენებლო კომპანია „ელემენტ ჰოლდინგი” გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც მიზნად ისახავს მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია პროფესიული სასწავლო კურსის შესახებ და გაგცეთ პასუხები თემატურ შეკითხვებზე.

პროგრამა გთავაზობთ:

  • უფასო სასწავლო პროგრამას;
  • გარანტირებულ დასაქმებას;
  • სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა “ელემენტ ჰოლდინგის” სერტიფიკატი. ტრენინგების მიმართულება და ხანგრძლივობა: MEP ვენტილაცია – 8 თვე;
  • MEP გათბობა-გაგრილების მოწყობა წყლის სისტემებით – 7 თვე;
  • MEP გათბობა-გაგრილების მოწყობა ფრეონის სისტემებით – 3 თვე;
  • ხარისხის კონტროლი მშენებლობაში – 4 თვე;
  • რკინა-ბეტონის სამუშაოები – 8 თვე;
  • მექანიკური ლესვა – 3 თვე;
  • ღებვა – 4 თვე;
  • დათბუნებული ფასადების სამუშაოები – 3 თვე;
  • შრომის უსაფრთხოება მშენებლობაში – 3 თვე;
  • პოლიმერული იატაკის მოწყობა – 3 თვე;
  • პოლირებული იატაკის მოწყობა – 3 თვე;
  • ბეტონის იატაკის მოწყობა – 3 თვე;
  • ჰიდროიზოლაციის სამუშაოები – 8 თვე.

სწავლა დაიწყება 2024 წლის 10 სექტემბერს თბილისში და ის 10 საათს მოიცავს კვირის განმავლობაში.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 26 ივლისს, 13:00 საათზე, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მისამართი: იერუშალაიმის ქ. #18 შეხვედრა გაგრძელდება 60-90 წთ-ს.

შეხვედრაზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSft1k8kV3wGDDpVPhETJ43maSLVLiFIngaGTzkfEeZO9zRKbQ/viewform?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTAAAR0LZ4eq5SsGghBXeWU-RXUsb5ZDDZ72cNY3U7jlhzQA0As-RGbovFN_VoQ_aem_khRkIXvFhLJadyOtBH0XNQ

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...