შიდა ქართლში, ქალთა უფლებებსა და რესურსების ხელმისაწვდომობაზე ტრენინგები დასრულდა

Share post:

როგორ ვიყოთ უსაფრთხოდ ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში? – ეს იყო მთავარი თემა, რომლის შესახებაც სათემო ცენტრში შეკრებილ ქალებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ევროკავშირის დაფინანსებით, ნეო ტვ-სა და “ქალთა ფონდის” პარტნიორობის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მათ ის ძირითადი პრინციპები მოისმინეს, რომლის ცოდნაც დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში აუცილებელი და მნიშვნელოვანია. შეხვედრას ლიკა მზარეულიშვილი უძღვებოდა, რომელმაც გასულ წელს ამ მიმართულებით სპეციალური კურსები გაიარა. საუბარი შეეხო ასევე, გოგონებისა და ქალთა უფლებების დაცვას, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად სწორედ ონლაინ სივრცეში არღვევენ.


“ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოხისის დევნილა ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შევხვდით და ვესაუბრე ქალთა უფლებებზე, დაცვის მექანიზმებსა და დარღვევებზე. ტრენინგის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები და აღნიშნავდნენ, რომ მიმდინარე გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხზე ყურადღების გამახვილებისა და განხილვის მიზნით, მსგავსი შეხვედრები აქტიურად უნდა ტარდებოდეს, სადაც გარშემო არსებულ ქეისებზე საუბრის საშუალება და უკუკავშირის მიღება შეეძლებათ. დევნილ ქალებს გავუზიარეთ ასევე ის მთავარი საკითხები, რაც ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, ვინც ხშირად მოიხმარს სოციალურ ქსელებს. ხშირად გოგონებს უცნობი ადამიანები აბულინგებენ, ფოტოების გადაღებას აიძულებენ და შემდეგ ამ გაგზავნილი ფოტოებით აშანტაჟებენ. აუცილებელია, რომ ახალგაზრდებთან ერთად, მათმა მშობლებმაც იცოდნენ რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს სოციალურ ქსელებს და როგორ უნდა ვიყოთ ფხიზლად, უსიამოვნო შემთხვევების თავიდან აცილებისთვის”,-აღნიშნა პროექტის მობილიზატორმა
ქარელის მინიციპალიტეტში, ლიკა მზარეულიშვილმა.

მოხისის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის რუსეთ-სქართველოს ომის შედეგად დევნნილი ოჯახები ცხოვრობენ. დევნილთა დასახლებებში 2009 წელს სათემო ცენტრები აშენდა, რომლებიც სწორედ დევნილთა გააქტიურბის მიზნით, რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. დევნილმა ქალებმა სწორედ ამ სივრცის აქტიურად გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავსი თემატიკის შეხვედრების მომავალშიც მოეწყოს.


“2008-2010წლებში აქტიურად ტარდებოდა სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო სახის შეხვედრები, ტრენინგ კურსები, მაგრამ ბოლო წლებში იშვიათად თუ მოვა ვინმე და შემოგვთავაზებს მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრას. მზაობას გამოვთქვამთ, რომ ხშიარდ ვუმასპინძლოთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მათგან ადგილზე ყოველთვის საჭირო და აუცილებელ ინფორმაცია მოგვეწოდება. რაც შეეხება ამჟამინდელ თემას, ვფიქრობ, ქალებს ეს ინფორმაცია უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისთვის გამოგვადგება. გარდა ამისა, მოვისმინეთ ინფორმაცია, იმ სერვისების შესახებ, რომელიც გვეკუთვნის და ბევრმა ამაზე არაფერი იცის. აუცილებელია ასევე, რომ გვქონდეს ის მიმართულებები, რაც საკუთარი იდეების შესაძლებლობების რეალიზებაში დაგვეხმარება”,- აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ადგილობრივმა ლალი ჭოველიძემ.


მოხისი იყო იმ 10 სოფელთაგან ბოლო ლოკაცია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში განმავლობაში, შიდა ქართლის მასშტაბით, მსგავსი სახის შეხვედრები მიმდინარეობდა. დევნილებისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის, უსაფრთხოების და მუნიციპალური სერვისების თემებზე მიწოდებული ინფორმაცია მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ტრენინგის ორგანიზატორებთან ერთად NEO TV საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებებს სამომავლოდ, სხვა დევნილთა დასახლებებშიც გეგმავს.

დაკავშირებული სტატიები

რატომ იწვევს Weibo-ს პატარა VibeThinker-3B-ი კამათს ხელოვნური ინტელექტის სამყაროში

Sina Weibo-ს გუნდმა წარადგინა VibeThinker-3B მოდელი, რომელიც 3 მილიარდი პარამეტრით AIME 2026-ზე 94.3 ქულას აღწევს. ეს სიახლე ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ბენჩმარქების სანდოობაზე ახალ კამათს იწვევს.

Uber-ი 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისს გაუშვებს

Uber აპირებს 2027 წელს ჰიუსტონში პრემიუმ რობოტაქსის სერვისის გაშვებას Lucid-ის ელექტრომობილებითა და Nuro-ს თვითმართვადი სისტემით. ეს იქნება კომპანიის მეორე ბაზარი, სადაც ასეთი სერვისი ხელმისაწვდომი გახდება.

1 ივნისიდან გორში ახალშობილთა სერვისების კაბინეტი “ფლამინგო” იხსნება

ბავშვის დაბადება ყოველი მშობლის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე მშფოთვარე პერიოდია. უძილო ღამეები, უამრავი კითხვა პატარას მოვლაზე,...

AI ჯანდაცვაში – სამედიცინო სფეროს ლიდერები ინოვაციურ ასოციაციაში ერთიანდებიან

მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის პარალელკლურად, საქართველოში AI ჯანდაცვის მომავალი უკვე იწერება. "ხელოვნური ინტელექტის მედიცინის ასოციაციამ", კლინიკა "ნოვაციოსთან" პარტნიორობით,...