ციფრული ჩართულობის მასტერკლასი ქუთაისში – აქტიური საზოგადოებისთვის

Share post:

გსურთ, რომ თქვენს გარშემო უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ციფრულ ცხოვრებაში? გინდათ, მიიღოთ ცოდნა და უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს თემში ახალი შესაძლებლობების განვითარებაში? მაშინ ეს მასტერკლასი თქვენთვისაა!

თუ წარმოადგენთ მინიმუმ ორი ადამიანისგან შემდგარ გუნდს (გთხოვთ, მოძებნეთ პარტნიორი და ორივემ ცალ-ცალკე შეავსეთ ფორმა);ხართ 18 წელს ზევით და მუშაობთ ან დაკავშირებული ხართ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ადგილობრივ მოძრაობებთან, სამეწარმეო საქმიანობასთან, ცხოვრობთ ან მუშაობთ ერთ-ერთ რეგიონში: იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო ან კახეთი, შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთოთ მასტერკლასში, რომელიც ქუთაისში, 22–23 ან 25–26 სექტემბერ გაიმართება.

რას მიიღებთ მასტერკლასიდან?
  • ორდღიან ინტენსიურ შეხვედრას ქუთაისში – ისწავლით, როგორ გაზარდოთ ციფრული ცნობიერება, როგორ შექმნათ ინიციატივები და იმუშაოთ გუნდურად;
  • შეძლებთ შემდგომი აქტივობების დაგეგმვას თქვენს რეგიონში – პრაქტიკული ცოდნის გასაზიარებლად;

მასტერკლასი ითვალისწინებს კვების, ტრანსპორტის და საცხოვრებელი ხარჯების დაფარვას.

შეხვედრები ჩატარდება ინგლისურ ენაზე, კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ.

დაინტერესებულ პირები რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1zF9M98tGsb0l5BAFf_XO_20jEEDsPpDngEgAiLbOnDY/viewform?edit_requested=true

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 სექტემბერი. შერჩეულ მონაწილეებს შედეგები ელ-ფოსტით, 15 სექტემბრამდე ეცნობებათ.

მასტერკლასი ტარდება e-Governance Academy (eGA)-ს მიერ, პროექტის “Rural Empowerment through Digital Inclusion (REDI)” ფარგლებში. ღონისძიება ხორციელდება ევროკომისიის მხარდაჭერით.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...