თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ გაიარო შესაბამისი ექსპრეს კურსი და გადადგა პირველი ნაბიჯები თანამედროვე სამყაროსკენ.
კურსი ჩატარდება გორში, 2026 წლის თებერვალსა და მარტში და ჯამში 6 ინტენსიური შეხვედრა გაიმართება, სადაც თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც შეიძენ.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- სოციალური ქსელების ეფექტური მართვა.
- ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით ტექსტების, ფოტოების და
ვიდეოების გენერაცია - ამბის მოყოლა (Storytelling) – როგორ უნდა დააინტერესო შენი საქმიანობით
ინტერნეტის მომხმარებლები. - ბრენდინგი და ციფრული მარკეტინგი
- ციფრული ჰიგიენა და უსაფრთხოება – ტროლ-ბოტების ამოცნობა და
მონაცემესბის დაცვა.
კურსი დაგეხმარება ინტერნეტით და სოციალური ქსელებით მეტად პოპულარუული გახადო შენი საქმიანობა ან აშენი იდეა აქციო შემოსავლის წყაროდ. რაც მთავარია ეს ყველაფერი დაცულ და უსაფრთხო სივრცეში. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ,
ისე პრაქტიკულ ნაწილს.
გადამზადებული მონაწილეები გაივილიან კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს და შეძლბენ მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ, რთა აღნიშნული შესაძლებლობები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს.
კონკურსის წესით შეირჩევა მხოლოდ 15 მონაწილე. სწავლა სრულიად უფასოა! რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 იანვარი. კურსი დაიწყება 1 თებერვლიდან.
არ გაუშვა შანსი, შეცვალო შენი ციფრული მომავალი, გადადი ბმულზე და დარეგისტრირდი ახლავე: https://forms.gle/rnk9KdHsboFcf99X9
