მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

Share post:

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა სწორეედ თქვენთვისაა!

გეძლევათ უნიკალური შანსი, გაიაროთ სრულიად უფასო, 2-დღიანი პრაქტიკული კურსი ციფრული მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.

21-22 მარტს, გორში, ორდღიანი ინტენსიური სწავლების ფარგლებში, მარტივად და ეფექტურად დაეუფლებით იმ თანამედროვე ინსტრუმენტებს, რომლებიც თქვენი საქმიანობის გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაში დაგეხმარებათ.

  • კურსში მონაწილეობა მარტივია და არ მოითხოვს ტექნოლოგიების ან უცხო ენის ცოდნას.
  • სწავლება სრულად დაფუძნებულია რეალურ, პრაქტიკულ მაგალითებზე, რომლებსაც პირდაპირ მოარგებთ თქვენს ბიზნესს.

  • 2-დღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებით 3-თვიანი ინდივიდუალური მენტორინგით და გექნებათ შესაძლებლობა, გამოცდილება გაუზიაროთ სხვა მეწარმეებს.

კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებსა თუ მათ თანამშრომლებს, რომლებიც საქმიანობენ შიდა ქართლის (და სხვა სამიზნე რეგიონების) დასახლებულ პუნქტებში.

რეგისტრაციისთვის გადაით ბმულზე: https://shorturl.at/2Jld5

სასწავლო კურსი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „REDI – სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით” – ფარგლებში, რომელსაც ელექტრონული მმართველობის აკადემია (eGA) და სოლიდარობის ფონდი პლ (SFPL) წარმოადგენენ. პროექტის მიზანი საქართველოს სოფლებში ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერებაა.

დაკავშირებული სტატიები

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...