1 ივნისიდან გორში ახალშობილთა სერვისების კაბინეტი “ფლამინგო” იხსნება

Share post:

ბავშვის დაბადება ყოველი მშობლის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, თუმცა, ამავდროულად, ყველაზე მშფოთვარე პერიოდია. უძილო ღამეები, უამრავი კითხვა პატარას მოვლაზე, კვებაზე თუ უსაფრთხოებაზე – ეს ის გამოწვევებია, რომელთა წინაშეც ახალბედა დედ-მამა მარტო რჩება. სწორედ ამ სტრესის შესამსუბუქებლად და მშობლების დასახმარებლად, 1 ივნისიდან ახალი, უპრეცედენტო მხარდაჭერის პლატფორმა – ახალშობილთა სერვისების კაბინეტი “ფლამინგო” იწყებს ფუნქცნიონირებას.

“ფლამინგო – ეს არის გამოცდილი პროფესიონალების გუნდი, რომელიც მშობლებს სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოების გარანტიას სთავაზობს. კაბინეტის სერვისები მოიცავს ყველაფერს, რაც ახალშობილის პირველ თვეებშია საჭირო: სამშობიაროდან გამოწერის შემდგომი ბინაზე მომსახურების სპეციალური პაკეტები, ინდივიდუალური კონსულტაციები და სასწავლო პრაქტიკული კურსები ორსულებისა და დედებისთვის. აქ მშობლები მიიღებენ ზუსტ ცოდნას ძუძუთი კვების, ძილის რეჟიმის, აბაზანისა და ექსტრემალურ სიტუაციებში პირველადი დახმარების შესახებ. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს პოსტმშობიარობის შემდგომ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ლაბორატორიული კვლევების დაგეგმვასა და ბავშვის ოთახის უსაფრთხოების მოწყობა-შემოწმებას”, – აცხადებს “ფლამინგოს” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მარინა ღარიბაშვილი.

“ფლამინგოს” გუნდის განმარტებით, ახალშობილთა კაბინეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კაბინეტში იმოქმედებს სპეციალური, განსაკუთრებული შეღავათები მრავალშვილიანი დედებისთვის.

პროფესიონალების გუნდი მუშაობას 1 ივნისიდან იწყებს, თუმცა, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, წინასწარი ჩაწერა და კონსულტაციების დაჯავშნა უკვე დაწყებულია.

თუ გსურთ, თქვენი შვილის პირველი დღეები იყოს მშვიდი, დაცული და თავისუფალი ზედმეტი სანერვიულოსგან, დაიკავეთ ადგილი გამოცდილ სპეციალისტებთან და დაუკავშირდით “ფლამინგოს” შემდეგ ნომერზე: 555 55 60 50

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...