რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

Share post:

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის მთავარი როლია, შვილს სწორი მიმართულება აჩვენოს და მისცეს ის ცოდნა, რაც მას მომავალში ნამდვილად გამოადგება.

დღეს სამყარო ძალიან სწრაფად იცვლება. ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის რაღაც შორეული და რთული გამოგონება – ის იქცა ყოველდღიურ დამხმარედ. რატომ არის ის მოზარდებისთვის წარმატების გასაღები? იმიტომ, რომ ის ბავშვებს ეხმარება უფრო მარტივად ისწავლონ, სწრაფად მოიფიქრონ ახალი იდეები და დაზოგონ დრო. თუ მოზარდმა იცის, როგორ გამოიყენოს ეს სიახლე გონივრულად, ის უკვე ერთი ნაბიჯით წინ არის თანატოლებზე.

ჩვენი შეხვედრების მიზანიც სწორედ ეს არის, ვასწავლოთ ბავშვებს, რომ კომპიუტერი და ტელეფონი მხოლოდ სათამაშოდ კი არ გამოიყენონ, არამედ აქციონ საკუთარი განვითარების საუკეთესო იარაღად”, – ამბობენ AI ტექნოპარკში, რომელიც ერთადერთი ორგანიზაციაა შიდა ქართლში, რომელიც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის სწორად მოხმარებას და უახლეს AI ხელსაწყოებს ასწავლის.

“სულ ვწუხდი, რომ ჩემი შვილი ეკრანთან დროს უაზროდ კარგავდა. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ისწავლა AI ტექნოპარკში, სულ სხვა თვალით შეხედა სწავლას. ახლა ამ სიახლეს სასკოლო დავალებების მოსამზადებლად იყენებს და ბევრად უფრო დამოუკიდებელი გახდა. როგორც მშობელი, ძალიან კმაყოფილი ვარ.” – ამბობს 13 წლის მოზარდის დედა.

AI მარათონი გორში პირველად გაიმართა, 20-21 ივლისს კი ორ დღიანი AI მასტერკლასი გაიმართება, სადაც ბავშვის დარეგისტრირება 8 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.

“თავიდან კარგად არ მესმოდა, რა იყო ხელოვნური ინტელექტი და ცოტა ვფრთხილობდი კიდეც. ასევე ვფიქრობდი, რომ ეს რარაც მოკარნახე აპლიკაცია ბავშვებს გაუზარმაცებდა, მაგრამ როცა დავინახე, როგორ დაეხმარა ჩემს შვილს აზროვნების განვითარებასა და ახალი უნარების შეძენაში, მივხვდი, რომ ეს მათთვის აუცილებელი ცოდნაა. ჩვენი, მშობლების მოვალეობაც ხომ ეგ არის – ხელი შევუწყოთ მათ წინსვლას.” – ამბობს 15 წლის მოზარდის მამა.

რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს ახალმა თაობამ – ხელოვნური ინტელექტი ნებისმიერ სფეროში ისეთივე განუყოფელი სამუშაო ინსტრუმენტი იქნება, როგორიც დღეს კომპიუტერი ან ინტერნეტია.

მომავალში ადამიანებს სამსახურის გარეშე არა უშუალოდ ხელოვნური ინტელექტი, არამედ ის პროფესიონალები დატოვებენ, რომლებიც AI-ს ეფექტურად იყენებენ. შესაბამისად, ვისაც არ ექნება ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაბამისი უნარ-ჩვევები, მუდმივად ერთი ნაბიჯით უკან აღმოჩნდება და გაუჭირდება კონკურენციის გაწევა მათთვის, ვინც პროგრესს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

სწორედ ამიტომ, ტექნოლოგიებთან ადაპტაცია და ამ ცოდნის ადრეული ასაკიდანვე დაუფლება წარმატებული, კონკურენტუნარიანი და სტაბილური პროფესიული მომავლის უმთავრესი საფუძველია.

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.

რაკეტის რეპორტი: Blue Origin-ის სამშვიდობო მოედანი განახლდება; Relativity-ი მარსს მიზნად ისახავს

Blue Origin-ი თავის სამშვიდობო მოედანს აღადგენს, ხოლო Relativity Space კომპანია მარსზე მისიის განხორციელებას გეგმავს. კოსმოსური ინდუსტრიის ეს ორი მნიშვნელოვანი სიახლე კერძო კოსმოსური სექტორის სწრაფ განვითარებაზე მიუთითებს.