უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად Neo Tv-მ ახალი პროექტი დაიწყო

Share post:

Neo Tv – მ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების კვლევა დაიწყო. პროექტი, რომელიც “ქალთა ფონდის” მიერაა მხარდაჭერილი, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების მხარდაჭერის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

დაგეგმილია უკრაინელი ქალებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მათ მშობლიურ ენაზე და საზოგადოებაში მათ შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციების განეიტრალება სპეციალური ანგარიშების თუ ფაქტების წარმოჩენით.

პროექტზე მუშაობისას, Neo Tv – მ სამიზნე ჯგუფებთან გამოკითხვა ჩაატარა, რა დროსაც საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალები სხვადასხვა პრობლემასა და ბარიერებზე მიუთითებდნენ.

“ჩვენთვის, უკრაინელი ქალებისთვის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია. პირველ რიგში აუცილებელია “ქალის გონზე მოყვანა”, რათა მან გააგრძელოს ცხოვრება, მუშაობა და შვილების აღზრდა,”-აღნიშნეს მათ Neo Tv – სთან საუბრისას.

პროექტის ფარგლებში უკრაინელ ლტოლვილ ქალებთან ფსიქოლოგი იმუშავებს და არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციასაც გაუზიარებს. მოგვიანებით, გაიმართება მრგვალი მაგიდის შეხვედრები და მათ მხარდასაჭერად სხვადასხვა სექტორის ჩართვა მოხდება.

“ამ პროექტით მოხდება საჭიროებების იდენტიფიცირება, გაცნობიერება, ვინაიდან დაბნეულობა ნამდვილად შეიმჩნევა მათში. დაგეგმილია ასევე პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება, უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით, ვფიქრობთ ამ პროცესში აქტიურად ჩავრთავთ სამთავრობო და კერძო სექტორს პრობლემების მოსაგვარებლად. ეს საუბარი მათ დაეხმარებათ საჭიროებების უკეთ გაცნობიერებაში და გადაწყვეტის გზების ძიებაში, ასევე პრიორიტეტების განსაზღვრაში“, – ამბობს პროექტის ფსიქოლოგი, ირინა პეტროვა.

პროექტის ფარგლებში პერიოდულად მომზადდება გადაცემა “მედიატორი”, სადაც მონაწილეობას უშუალოდ უკრაინელი ქალები მიიღებენ და არსებულ საჭიროებებზე პირადად ისაუბრებენ.

“ყველაზე კარგად ჩვენ, ქართველებს გვესმის ის ტკივილი, რასაც უკრაინელი ხალხი განიცდის. ჩვენ ვიცით ის საჭიროებები, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. ომი დამთავრდება. ქალაქები და სოფლებიც აღდგება. ეკონომიკა გაძლიერდება, მაგრამ ომით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა, მთელი ცხოვრებაა”, – ამბობს პროექტის კორდინატორი, ეკა სუხიშვილი.

პროექტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ დაგეგილი აქტივობებით, უკრაინელი ქალების პრობლემების გადაჭრისთვის ხელშეწყობა და ამ პროცესში სხვადასხვა ინდივიდების თუ ჯგუფების ჩართვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.

დაკავშირებული სტატიები

პედაგოგებს დღეიდან AI გლობალური განათლების ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლიათ

ხელოვნური ინტელექტის გლობალური განათლების ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ პედაგოგებს სთავაზობს სპეციალურ პლატფორმას, რომელიც მათ ციფრული ეპოქის ლიდერებად...

ლიდერი პედაგოგები გორში AI გლობალური განათლების ასოციაციის რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან

24 აპრილს, 16:00 საათზე, სასტუმრო "გორი ინნში" რეგიონის ყველაზე პროგრესული და ლიდერი პედაგოგები შეიკრიბებიან. კონფერენცია, რომელიც "ტექნოპარკისა" და...

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...