ბლოგების კონკურსი “ნატოს ელჩი – 2022” – ტიტულის მოსაპოვებლად

Share post:

ნეო ტვ აცხადებს ბლოგების კონკურსს თემაზე “რატომ ნატო?” საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდებისთვის “ნატოს ელჩი – 2022” ის გამოსავლენად. ბლოგის თემა უნდა მოიცავდეს ევროატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს ავტორის მსჯელობასთან ერთად. კონკურსი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გზით დეზინფორმაციის და ყალბი ამბების აღმოფხვრას NATO – ს შესახებ. ბლოგის მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (11 – შრიფტი). ბლოგების გამოგზავნა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე: neotv.ge@gmail.com 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. (მასალას დაურთეთ თქვენი სახლი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომერი).


კონკურსი ხორციელდება ნეო ტვ-ს პროექტის  “ქალები და ახალგაზრდები NATO – ს მხარდასაჭერად დეზინფორმაციის წინააღმდეგ” ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი ნაწილია ფართომასშტაბიანი პროექტის – “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში”, რომელსაც სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ახორციელებს , აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ჩართულობის გაზრდას ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემათ. მათ შორის საუკეთესო ნაშრომის ავტორს სპეციალური ტიტული “ნატოს ელჩი 2022 – საოკუპაციო ხაზიდან” მიენიჭება.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...