FLEX პროგრამის გამარჯვებულები სამშობლოში დაბრუნდნენ, ერთ-ერთი საოკუპაციო ხაზიდანაა

Share post:

ლიზი პეტრიაშვილი, გიორგი ბალანჩივაძე, თენგო კანდელაკი და ლიზი ნებიერიძე FLEX პროგრამის 2024 წლის კურსდამთავრებულები არიან, საქართველოს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდნენ და ცდილობენ მომავალ აპლიკანტებს მიაწოდონ ინფორმაცია პროგრამის შესახებ.

ლიზი პეტრიაშვილი – კალიფორნიაში, გიორგი – მისურიში, თენგო – პენსილვანიაში, ლიზი ნებიერიძე – ოჰაიოს შტატებში ცხოვრობდნენ.

“ჩვენ როგორც პროგრამის გამარჯვებულებს შესაძლებლობა მოგვეცა ერთი წელი სრულიად უფასოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგვეტარებინა. ჩვენს ამერიკულ სკოლაში ჩარიცხვას და ოჯახში განსახლებას სრულად უზრუნველყოფდა აშშ-ს დეპარტამენტი. ამით კი არა მხოლოდ ხელი შეუწყეს ჩვენს პიროვნულ განვითარებას, არამედ არაჩვეულიბრივი და თავგადასავლებით სავსე წელიც გვაჩუქეს საქართველოს 70 მოსწავლეს. პროგრამამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი კულტურა გაგვეზიარებინა და ვყოფილიყავით საქართველოს პატარა ელჩები“, -ამბობენ სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდები.

წლევანდელი მონაწილეების შერჩევა უკვე დაწყებულია. მონაწილეობის მისაღებად უნდა იყოთ დაბადებული 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 15 ივლისის ჩათვლით, ირიცხებოდეთ ქართულ სკოლაში და იყოთ მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლე. პროგრამა მორგებულია შშმ პირებზეც. ის 30 წელია ხორციელდება. შესარჩევი ეტაპი საკმაოდ კომპლექსურია, პირველი ეტაპი ონლაინ აპლიკაციას მოიცავს, მეორე ინგლისურის ონლაინ ტესტს, ხოლო მესამე ინტერვიუს, 3 ესეს და ვრცელ აპლიკაციას. რეგისტრაცია 26 სექტემბრამდე შეგიძლიათ და დაინტერესებულ და წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ერთი წელი ამერიკაში სრულიად უფასოდ გაატარონ, პროგრამის ავტორების თქმით, ეს პროგრამა სრულიად ცვლის მონაწილე ახალგაზრდების ცხოვრებას.

დაკავშირებული სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს....

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

თათია ინჯგია ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა...

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

ლიკა მზარეულიშვილი 2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს...

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

"ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე...