ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს გორში NEO TV უმასპინძლებს

Share post:

10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. გორში კი ადამიანის უფლებრივი მდგომარეობისადმი მიძღვნილ შეხვედრას Neo Tv უმასპინძლებს.

მომხსენებლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იქნებიან, რომლებსაც რეგიონში საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების დაცვასთან ყოველდღიური შეხება აქვთ.

ალექსი მერებაშვილი – “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი გორში

ეკატერინე სუხიშვილი – “მეცნიერებათა სკოლის დირექტორი; ექიმი.

თემურ სამხარაძე – ფსიქოლოგი

ქეთევან ბებიაშვილი – “საქართველოს ახალგაზრდა იუისტთა ასოციაციის” გორის ოფისის ხელმძღვანელი.

პანელური დისკუსია NEO TV – ს სივრცეში, 13:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მეორე ნაწილში კი ევროინტეგრაციის თემაზე გამოცხადებული სტატიების კონკურსის გამარჯვებული დაჯილდოვდება და NEO FEST – 2023 – ის ტიტული გადაეცემა.

შეხვედრა პროექტის – “NEO FEST – 2023 – ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარებისთვის” ფარგლებში გაიმართება, რომლის მხარდამჭერია “ფონდი ტასო”.

დაკავშირებული სტატიები

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...