რატომ ნატო?! – პროექტის მონაწილეებმა ექსპერტებს მოუსმინეს

Share post:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის გამარჯვებულებისთვის სემინარი გაიმართა. შეხვედრას ნეო ტვ-ს პროექტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ მიმართა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და გამარჯვებული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა და ასოციაციის “ევროპის დროით” თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ ჩაატარეს ლექციები. ყურადღება გაამახვილდა ნატო-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მათ თავისებურებებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრას ნეო ტვ-ს, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული ორგანიზაციის პროექტში ჩართული ის ქალები და ახალგაზრდები დაესწრნენ, რომლებიც აღნიშნული მიზნით საკუთარ თემში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინდივიდუალურ საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და NATO – ს ახალგაზრდულ კლუბებს შექმნიან. 

“მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქეებმა კარგად გაიაზრონ საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობებზე ინფორმაცია, თუ რატომა აუცილებელი იყოს ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური ალიანსის წევრი. ვისაუბრეთ ასპირანტ ქვეყნებზე და სხვა სახელმწიფოებზე, რუსეთის პროპაგანდის პარალელურად. ბევრი ახალი ინფორმაცია მოვისმინე, რაც აქამდე არასწორად ვიცოდი”, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს მარიამ გაბლიშვილმა, რომელიც სოფელ ზარდიაანთკარის მაცხოვრებელია. 

“დღევანდელ შეხვედრაზე გავიგეთ რა არის NATO. რატომ გახდა საჭირო მისი შექმნა და რას ნიშნავს ქვეყნის ნეიტრალიტეტი.. რატომ არის აუცილებელი გვყავდეს სანდო მეზობელი და რა ზიანი შეიძლება მოიტანოს დეზინფორმაციამ ქვეყნისთვის, რატომ არის ასევე მნიშვნელოვანი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შესახებ სწორი ინფორმაციის ცოდნა,”-ამბობს სოფელ აძვში მცხოვრები მერი კორინთელი. 

“როდესაც არჩევანს აკეთებ, მნიშვნელოვანია იცოდე, რას ირჩევ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აქტუალურია ამ პროექტის მთავარი იდეა- “რატომ ნატო?” დღევანდელ შეხვედრაზე კი ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავ კითხვას გაეცა პასუხი, რაც ხელს უწყობს აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებას.”-აღნიშნა შინდისში მცხოვრებმა ნინო საბანაძემ. 

“ძალიან მომეწონა ეს სემინარი. გასაგებად იყო ახსნილი რა არის NATO და რა სტრატეგიებს იყენებს სხვადასხვა პროექტების განვითარებასა და თანამშრომლობაზე, თავდაცვის გაძლიერებით და სასწავლო კურსებით. რატომ არის აუცილებელი ნატო და რა გარანტიებს იძლევა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობაში”, – ამბობს სოფელ კოშკაში მცხოვრები ლია მიქელაძე. 

ნამდვილად საინტერესო შეხვედრა იყო, ბევრი სიახლე იყო ჩვენთვის მოწოდებული. დაწვრილებით განვიხილეთ NATO-სა და ევროკავშირის არსებობის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოს პერსპექტივები. უკვე მაქვს ინფორმაცია NATO-ს და ევრიკავშირის მიზნების, შექმნის იდეის და დანიშნულების შესახებ, ასევე საქართველსთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, რასაც რა თქმა უნდა გავუზიარებ ჩემ თანასოფლელებს”-ამბობს სოფელ ბერშუეთში მცხოვრები თამარ გლურჯიძე. 

ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი საუკეთესო საპროექტო წინადადება თბილისისა და აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან. შერჩეული პროექტები ეხმიანება საინფორმაციო ცენტრის მიზანს გაზარდოს მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ამაღლდეს მოსახლეობის ცოდნა და ინფორმირებულების დონე ნატო-სა და ევროკავშირის, ევროპული იდენტობისა და ღირებულებების შესახებ და გაიზარდოს მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ.

“რეალურად,ნატო და ევროკავშირი იმდენად ამოუწურავი თემებია სასაუბროდ,შეუძლებელია სრულ ინფორმაციას ფლობდე ამ თემაზე. ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი,განსაკუთრებით მაშინ,თუ გავითვალისწინებთ რომ ინფორმაცია მივიღეთ ამ საქმის ნამდვილი ექსპერტებისგან” – ამბობს რუსკა ბუზიაშვილი, რომელიც პროექტის ფარგლებში გადაცემის “რატო ნატო?!”-წამყვანია. 

მცირე გრანტები გაიცა პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს.

დაკავშირებული სტატიები

გორის მუნიციპალიტეტში, 8-დან 5 სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბროწლეთში, ტყვიავში, ტირძნისში, ფხვენისში, კარალეთში, ქიწნისში, ქვემო ხვითსა და შავშვებში სასმელი წყლის ხარისხი შეამოწმეს....

ევროკავშირზე გავრცელებული მითების გაქარწყლება ფაქტებით შეგვიძლია – თათია ინჯგია

თათია ინჯგია ისტორიულად, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი ეროვნული არჩევანი ყოველთვის დასავლური სამყაროსკენ სწრაფვით იყო განპირობებული. ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულმა...

ევროინტეგრაცია და დემოკრატია საქართველოში 2024 წლის მოვლენების ფონზე

ლიკა მზარეულიშვილი 2024 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. ბოლო წლები სერიოზულ გამოწვევებს და საკვანძო გადაწყვეტილებებს...

“რუხი ზონა” – ჰიბრიდული ომის შესახებ გორში დისკუსია გაიმართა

"ჰაკერები თავისუფალი ხალხია. ისინი ჰგვანან ხელოვანებს, რომლებიც თუ კარგ ხასიათზე არიან, დილით დგებიან და იწყებენ ხატვას. ჰაკერებიც ასე...