“ღია მონაცემების ჰაბი” მონაწილეთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს

Share post:

NEO TV აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა “Neo Fest – 2023 – ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის განვითარებისთვის”. შერჩეული პირები (აუცილებელია მონაწილე იყოს სრულწლოვანი) ჩაერთვებიან “ღია მონაცემების ჰაბის” მუშაობაში და 3 თვის განმავლობაში აიმაღლებენ ცოდნას, ინფორმაციის მოძიების, გადამოწმების, ღია მონაცემების ხელმისაწვდომობისა და ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ.

თეორიული კურსის პარალელურად, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ გადაცემაში, რომელიც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ, ნეო ტვ-ს სტუდიაში ჩაიწერება. მონაწილეებს აუნაზღაურდებათ ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციის ხარჯები. პროექტს ნეო ტვ ფონდი ტასოს მხარდაჭერით ახორციელებს. 

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ 2023 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: neotv.ge@gmail.com

სააპლიკაციო ფორმის ბმული: https://shorturl.at/bMXY4

დაკავშირებული სტატიები

რა როლი აქვთ მშობლებს შვილის წარმატებაში და რატომ გახდა ხელოვნური ინტელექტი მომავლის გასაღები?

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი წარმატებული და დამოუკიდებელი ადამიანი იყოს. თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშობლის...

ციფრული ხიდები სამშვიდობო პროცესებში – რა როლს ითამაშებს AI კონფლიქტების მოგვარებაში?

დღეს უკვე აშკარაა, რომ ხელოვნური ინტელექტი უახლოეს მომავალში უდიდეს გარღვევას მოახდენს აბსოლუტურად ყველა დარგში და სფეროში, დაწყებული მედიცინიდან...

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი დაშალა

საერთაშორისო ოპერაციამ დაშალა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთში დაფუძნებულ Evil Corp კიბერდანაშაულის ჯგუფთანაა დაკავშირებული. ქსელი მოქმედებდა როგორც პირველადი წვდომის ბროკერი და ransomware კამპანიების სტეიჯინგ პლატფორმა.

პოლიციამ Evil Corp-თან დაკავშირებული SocGholish ბოტნეტი გაანადგურა

საერთაშორისო ოპერაციამ გაანადგურა SocGholish ბოტნეტი, რომელიც რუსეთის Evil Corp კიბერდანაშაულის დაჯგუფებთანაა დაკავშირებული. ოპერაცია მიზნად ისახავდა C2 ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციასა და ბოტნეტის სარდლობის ჩახშობას.