ოჯახური ღირებულებების “დამცველ” რუსეთში, განქორწინების მაჩვენებელი 52%-ია

Share post:

ლიკა თითლაძე

ხშირად ვრცელდება მოსაზრება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ოჯახური ღირებულებები, ფასეულობები და ტრადიციები უცხოა. კრემლის პროპაგანდისტები აღნიშნული შეხედულების არგუმენტად განქორწინებათა მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ. მაშინ როცა რუსეთში წლიდან წლამდე , რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვის ნახევარზე მეტი განქორწინებით სრულდება.

მეორე და მესამე ქორწინების პროცენტული მაჩვენებელი გაცილებით მაღალია რუსეთის ფედერაციაში (52%), ვიდრე ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებცაა იტალიაში, ლიეტუვაში, გერმანიაში, ბულგარეთში, ლატვიაში და სხვ.

უფრო მეტიც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, რასაც რუსული დეზინფორმაციული ნარატივები ამ მიდგომებს უგულებელყოფენ და ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საქართველოს მოქალაქეთა ნაწილს ისინი სხვადასხვა მეთოდით აჯერებენ, რომ რაც მეტად დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით მეტად დაკარგავს ქართველი ხალხი ოჯახურ ღირებულებებს და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ ოჯახის ფენომენზე თავად რუსეთშია სავალალო ვითარება. საქართველოში კი არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად ევროკავშირი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოგვიწოდებს, სადაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ არ იძალადებენ, ურთიერთპატივისცემას შეძლებენ და დანაშაულის სტატისტიკას შემაცირებენ. სიმშვიდე და სტაბილურობა საქართველოში ვის არ აწყობს, ამაზე პასუხი მარტივია და ამისთვის საქართველოს უახლოესი წარსულის გადახედვაც საკმარისია.

წყარო: საქსტატი

დაკავშირებული სტატიები

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...

უფასო სერვისების მიღება ქალებს დისტანციურ რეჟიმშიც შეუძლიათ

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დღეს ჯანმრთელობასა და უფლებებზე ზრუნვა ბევრად მარტივი გახდა. სპეციალურად ქალებისთვის ასოციაცია "HERA XXI" - მა...

გახდი პოპულარული AI – ს დახმარებით და გაზარდე შემოსავალი უსაფრთხოდ – უფასო კურსი სოფლად მაცხოვრებლებისთვის

თუ ცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონის რომელიმე სოფელში და გსურს ინტერნეტი სასარგებლოდ გამოიყენო ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შეგიძლია სრულიად უფასოდ...