როგორ შეცვლის ადამიანს გაჯეტებზე დემოკიდებულება? – ტრენინგი ტინისხიდის სკოლაში

Share post:

“ვიღვიძებთ ტელეფონით, ვიძინებთ ტელეფონით.. “იტერნეტის გარეშე ცხოვრებას ერთ დღეც ვერ ვძლებთ”, – რას ნიშნავს ეს და როგორ აისახება ადმიანზე ასეთი დამოკიდებულება? – ამ თემასთან დაკავშირებით ტრენინგი დღეს ტინისხიდის საჯარო სკოლაში ჩატარდა, რომელსაც GMG-ს კიბერუსაფრთხოების ჰაბის წარმომადგენელი, ნათია ჯანეზაშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ძირითადად მოსწავლეები ესწრებოდნენ, თუმცა თემის აქტუალობიდან გამომოდინარე სპეციალისტისგან რეკომენდაციების მოსმენის სურვილი პედაგოგებმაც გამოთქვეს.

“დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ ელექტრონული გაჯეტების არსი, მათი უპირატესობები და ნაკლოვანებები, ასევე – ელექტრონულ მოწყობილობათა სასარგებლო მიზნით გამოყენების მაგალითები. ტრენინგის მონაწილეებს გავაცანი ონლაინ უსაფრთხოების წესები, რომელთა გათვალისწინება მეტ დაცულობას უზრუნველყოფს ვირტუალურ სამყაროში. მოსწავლეების კითხვები ძირითადად ონლაინ სივრცეში მოსალოდნელი თავდასხმისგან თავის დაცვას ეხებოდა, მაგალითად, როგორიცაა ფიშინგი, სწორედ ამიტომ ყურადღება დაცული საიტებით სარგებლობასა და თითოეული საიტის გადამოწმებაზე გავამახვილე”, – აღნიშნა ნათია ჯანეზაშვილმა.

ტინისხიდის საჯარო სკოლამდე მსგავსი შეხვედრები ჩატარდა გორის მე-8 და მე-9 სკოლებში. სადაც პრეზენტაციები კიბერუსაფრთხოების ჰაბის კიდევ ორმა წარმომადგენელმა, ნათია სიდამონიძემ და ლიკა ომაძემ გააკეთეს. სკოლებში სპეციალისტების ვიზიტები ნეო ტვ- პროექტის ფარგლებში, გორის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

დაკავშირებული სტატიები

EU & You! – ახალგაზრდებისთვის ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსი იწყება

15-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ. საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ონლაინ კურსის...

სწავლა-სწავლების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტით – პედაგოგებისთვის გორში მასტერკლასი ტარდება

26 სექტემბერს, (11:00-13:00) გორში, ექსკლუზიურად პედაგოგებისთვის ტარდება მასტერკლასი თემაზე: "AI სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციების დასანერგად". მასწავლებლებს ეძლევათ იშვიათი შესაძლებლობა,...

“ვისთვისაც მუსიკა სულის ნაწილია” – “მაკოს სტუდია” მუშაობას ახალ სივრცეში აგრძელებს

მაია (მაკო) ბიძინაშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მომღერალი, ვოკალის პედაგოგი და "მაკოს სტუდიის" დამფუძნებელია. 5-წლიანი წარმატებული გამოცდილების შემდეგ, მან...

“ელინი” – გორში ახალი ყვავილების მაღაზია გაიხსნა, სივრცეს ირმა გომარელი უხელმძღვანელებს

გორის ცენტრში, სტალინის ქ. N7 - ში, ყვავილების მაღაზია "ელინი" გაიხსნა. სრულიად ახალი, ესთეტიკური და მყუდრო სივრცეში...