სოციალური ქსელები და საფრთხეები მოზარდებისთვის – ტრენინგი მე-9 საჯარო სკოლაში

Share post:

რა პრობლემებს ვხვდებით სოციალურ ქსელებში? – ეს იყო მთავარი საკითხი, რომლის შესახებაც გორის მე-9 საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურ თემაზე მოსწავლეებს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ლიკა ომაძე ესაუბრა, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხა. მსგავსი აქტივობები რეგიონში NEO TV – ს პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რა დროსაც მოზარდებს, გორის მერიის მხარდაჭერით სიღრმისეული ინფორმაცია მიეწოდებათ, თუ რაზე უნდა იყვნენ ყურადღებით, როგორ უნდა დაიცვან პირადი მონაცემები და რა უნდა გაითვალისწინონ სოციალურ ქსელებში აქტიურობისას.

“ტრენინგი ციფრულ უსაფრთხოებას ეხებოდა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე საუბარი გვქონდა როგორც ინტერნეტში არსებულ რისკებზე, ისე გაჯეტების მოხმარებაზე და მის თანმდევ პრობლემებზე. ტრენინგის პროცესი საკმაოდ საინტერესო და აქტიური იყო, რაც მთავარია მონაწილეებმა გაიაზრეს ის პრობლემები რასაც ციფრულ სამყაროშ ხვდებიან. მოვისმიმეთ მათი დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე. გვქონდა პრაქტიკული ქეისების განხილვაც. მოხარული ვარ, რომ მონაწილეების უმრავლესობას უკუკავშირიც შესაბამისი ჰქონდა, ვიმედოვნებ რომ კარგად გაიაზრებენ სატრენინგო თემებს და გაითვალისიწნებენ პრაქტიკაში. რაც მთავარია ხდება გააზრება თუ რამდენად არაპროდუქტიულს ხდის მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენება, მაშინ როდესაც ეს შესაძლებლობა შეგვიძლია ჩვენთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ”,-აღნიშნა ლიკა ომაძემ.

მსგავსი ტრენინგი გასულ თვეს მე-8 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა, რომელსაც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, ნათია სიდამონიძე უძღვებოდა.

დაკავშირებული სტატიები

ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – 3 დღიანი კურსი მედიცინით დაინტერესებული პირებისთვის

20-21-22 აპრილს, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ან ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს, უპრეცედენტო კურსის გავლის შესაძლებლობა ეძლევათ. "AI მედიცინაში" ასე...

მოემზადე ციფრული მომავლისთვის – მეწარმეებისთვის გორში უფასო ტრენინგი ჩატარდება

თუ ხართ მცირე ან საშუალო მეწარმე და გსურთ თქვენმა ბიზნესმა ფეხი აუწყოს თანამედროვე ციფრულ სამყაროს, მაშინ ეს შესაძლებლობა...

ციფრული ცვლილებების ელჩები საკუთარ თემში – მეწარმე ქალების სასწავლო კურსი დასრულდა

დასრულდა ერთთვიანი, ინტენსიური სატრენინგო კურსი, რომელმაც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 15 მეწარმე ქალი ახალი ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებისთვის...

მოზარდებისთვის გორში ხელოვნური ინტელექტის კურსი იწყება

გორში, ტექნოპარკის ბაზაზე არსებულ ხელოვნური ინტელექტის აკადემიაში სასწავლო კურსზე მოზარდების მიღება დაიწყო. 2-თვიანი ინტენსიური პროგრამა, პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცვს...